გიორგი კვირიკაშვილი: მნიშვნელოვან გამოწვევად იქცა რეგიონებს შორის უთანასწორობის პრობლემა, რაც ხშირ შემთხვევაში სოფლად ხალხს აიძულებდა, დაეტოვებინათ თავიანთი სოფელი, წასულიყვნენ ქალაქში, ბევრმა მათგანმა დატოვა ქვეყანა
05-03-2018, 12:56

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი პარლამენტში „თვითმმართველობის რეფორმის” პრეზენტაციაზე სიტყვით გამოვიდა. როგორც მთავრობის მეთაურმა განაცხადა, რეგიონებს შორის უთანასწორობის პრობლემა მნიშვნელოვან გამოწვევად იქცა და მისივე თქმით, მთავრობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტი აღნიშნული უთანასწორობის აღმოფხვრაა.

 

 

„ჩვენთვის მნიშვნელოვან გამოწვევად იქცა რეგიონებს შორის უთანასწორობის პრობლემა, რაც ხშირ შემთხვევაში სოფლად ხალხს აიძულებდა, რომ დაეტოვებინათ თავიანთი სოფელი, წასულიყვნენ ქალაქში, ბევრმა მათგანმა დატოვა ჩვენი ქვეყანა. დიდი წინგადადგმული ნაბიჯია 2014 წელს მიღებული თვითმმართველობის კოდექსი, რომელმაც შექმნა ინსტიტუციონალური და საკანონმდებლო ჩარჩო. უმნიშვნელოვანესი ცვლილებები ჩვენს ქვეყანაში. სწორედ ეს გახლავთ ის მთავარი ღერძი და ფუნდამენტი, რომელზეც უნდა აიგოს რეფორმის უკვე შემდგომი ნაბიჯები. დღეს ჩვენ წარმოგიდგენთ დეცენტრალიზაციის საშუალოვადიან სტრატეგიულ ხედვას, რომლის მიზანიც არის კიდევ უფრო გავაძლიეროთ და განვამტკიცოთ თვითმმართველობა ადგილობრივ დონეზე. ჩვენი ხედვა მოიცავს სამ ძირითად მიმართულებას. პირველი, ეს არის თვითმმართველობის უფლებამოსილების გაფართოება. მეორე, ეს გახლავთ თვითმმართველობას მეტი ეფექტიანობისთვის ჰქონდეს მეტი ფინანსური რესურსი და ამ ფინანსური რესურსი თანდათანობით გადანაწილებას თვითმმართველობის მიმართულებით. მესამე, თვითმმართველობა უნდა აკმაყოფილებდეს გამჭვირვალობას და ანგარიშვალდებულების უმაღლეს სტანდარტებს. ის უნდა უზრუნველყოფდეს მოქალაქეების ჩართულობას გადაწყვეტილების მიღების პროცესში, მართვის პროცესში და რა თქმა უნდა, ამ სამივე ღერძის ერთობლიობა ჩვენ მოგვცეს სხვა თვისობრივ შედეგს თვითმმართველობაში. 

 

 

ჩასატარებელია კომპლექსური სამუშაოები, რომელთაც სათანადო რესურსი და დრო სჭირდება, მომზადებულია დროში გაწერილი გეგმა. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ამაში გვეხმარებიან საერთაშორისო პარტნიორები. მინდა, მადლობა გადავუხადო მათ, რადგან მათი დახმარების გარეშე რთული იქნებოდა 2014 წელს თვითმმართველობის კოდექსის მიღება და იმედი გვაქვს რომ მეორე ეტაპზეც გვექნება მათი მხარდაჭერა. ამ რეფორმის წარმატებით განხორციელებისათვის ასევე უმთავრესი წინაპირობაა სამოქალაქო საზოგადოების მონაწილეობა და ხალხის აქტიური ჩართულობა. სწორედ ამიტომ ის, რომ დღეს პირველივე ეტაპზე წარმოდგენილია არასამთავრობო სექტორი მნიშვნელოვანი წინაპირობაა რეფორმის წარმატებისთვის. ამ რეფორმის სულისკვეთებას უნდა ვიზიარებდეთ ყველა და დიდი სურვილი მაქვს, რომ ჩვენ გვქონდეს თანამშრომლობა პარლამენტის ყველა წარმომადგენელთან. სამოქალაქო სექტორის ფართო ჩართულობა იყოს რეფორმის განხორციელების პროცესში. კიდევ ერთხელ მადლობა პარლამენტის თავმჯდომარეს, ვფიქრობთ, რომ ამ რეფორმის მთავარი წარმმართველი იქნება პარლამენტი, რეგიონული განვითარების სამინისტრო არის ჩართული ამაში. მე დიდი ენთუზიაზმით ვუყურებ ამ რეფორმას. ამ რეფორმის მიღების მიზანი უნდა იყოს ის, რომ რეგიონებში იყოს როგორც გადაწყვეტილების მიღების ძალაუფლება, ასევე უნდა იყოს შესაბამისი რესურსი ამ გადაწყვეტილების მიღებისა და აღსულებისათვის. ჩვენი ნატვრა იქნება ნამდვილად ის, რომ საქართველოში საუკეთესო განათლების მქონე ახალგაზრდებს ჰქონდეთ სურვილი, რომ მონაწილეობა მიიღონ ადგილობრივი თვითმმართველობის ხელისუფლებებში და ჰქონდეთ უდიდესი მოტივაცია, რომ რეგიონულ განვითარებას შეუწყონ ხელი”, განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი