კახა კალაძე: საჭიროა, კიდევ უფრო მეტად გაიზარდოს მოქალაქეთა ჩართულობა თვითმმართველობის პროცესში
05-03-2018, 14:01

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ჩვენი ხელისუფლების პირობებში ერთხელ უკვე გატარდა ძირეული რეფორმა და ახლა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გამოწვევა ამ რეფორმის შედეგების გამყარება, დეცენტრალიზაციის პროცესის გაღრმავება და მისი მდგრადობის უზრუნველყოფაა, აღნიშნული განცხადება თბილისის მერმა, კახა კალაძემ პარლამენტში „თვითმმართველობის რეფორმის“ პრეზენტაციაზე გააკეთა.

 

 

მისი თქმით, ძლიერი თვითმმართველობაა ქვეყნის დემოკრატიული და ეკონომიკური განვითარების ღერძი. 

 

 

„მოხარული ვარ, რომ დღეს ჩვენ განვიხილავთ თვითმმართველობის განვითარების ახალ ხედვას, რომელსაც მომდევნო წლებში ჩვენი საქმიანობა დაეფუძნება. ამის მიუხედავად, ვფიქრობ არც ერთი ხედვა არ გაამართლებს, თუ მის ძირითად პრინციპებს და ეფექტიანი თვითმმართველობის განხორციელების პროცესზე პასუხისმგებლობას თანაბრად არ გაიზიარებს ყველა – ცენტრალური ხელისუფლება, თვითმმართველობა და მთლიანად, საზოგადოება. ჩვენ ყველამ ერთად უნდა ვმართოთ, ერთად ვიზრუნოთ ჩვენი საცხოვრებელი გარემოს და ჩვენი ყოფის გაუმჯობესებაზე”, განაცხადა კახა კალაძემ.

 

 

როგორც დედაქალაქის მერმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, საჭიროა, კიდევ უფრო მეტად გაიზარდოს მოქალაქეთა ჩართულობა თვითმმართველობის პროცესში.

 

 

„აუცილებელია ყურადღება დაეთმოს ანგარიშვალდებულების და გამჭირვალობის ხარისხის ზრდას, გაიზარდოს თვითმმართველობის უფლებამოსილება და რესურსები, გაუმჯობესდეს სერვისები და ეფექტიანად გადაიჭრას მოსახლეობის პრობლემები, რათა თვითმმართველობის ორგანოებსა და მოქალაქეებს შორის შემცირდეს დისტანცია, გაჩნდეს ნდობა და განვითარდეს თანამშრომლობა.... ჩვენი მიზანია, კიდევ უფრო სიახლოვე იყოს მოსახლეობასთან. კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობები მივცეთ ადამიანებს, ჩაერთონ რეგიონების ქალაქების განვითარებაში ერთად მოვაგვაროთ ის პრობლემები, რომელიც არის. დარწმუნებული ვარ, დღევანდელი ღონისძიება იქნება ნაყოფიერი”, განაცხადა კახა კალაძემ.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი