გიორგი გახარია: უვიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმის ამოქმედების საკითხი არ დგას
06-03-2018, 12:34

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ ჟურნალისტებთან საუბრისას საქართველოში გერმანიის შინაგან საქმეთა ფედერალური სამინისტროს წარმომადგენლის ვიზიტი შეაფასა და აღნიშნა, რომ ეს არის ტექნიკური მისია და შეჩერების მექანიზმზე არ იქნება საუბარი.

 

 

​„შეჩერების მექანიზმზე არ იქნება საუბარი, ეს გახლავთ ტექნიკური მისია. იქნება ტექნიკური შეხვედრა, სადაც შსს-ში, როგორც სხვა უწყებებში, საუბარი იქნება იმ ღონისძიებებზე, რომელსაც საქართველოს მთავრობა გეგმავს, რათა ამ გამოწვევას უპასუხოთ.

 

 

ძირითადი პრობლემატური საკითხი არის თავშესაფრის მოთხოვნების რაოდენობის ზრდა გერმანიაში და ევროპის რამდენიმე ქვეყანაში.

 

 

გარდა ამისა, კვირის ბოლომდე ჩვენ გვექნება ვიზიტი ევროპოლში, სადაც უკვე კონკრეტულ მექანიზმებზე გვექნება საუბარი, ოპერატიულ დონეზე ინფორმაციის გაცვლის შესახებ, რაც იქნება ძალზე სერიოზული არგუმენტი გამოწვევებზე პასუხისთვის.

 

 

საკითხი შეჩერების ამუშავების მექანიზმზე არ დგას, ეს საკითხი დღის წესრიგში არ არის. არის რამდენიმე ქვეყანაში შეშფოთება, რომ თავშესაფრის მოთხოვნის რაოდენობა არის გაზრდილი. უნდა გვესმოდეს ერთი რამ, ამ რაოდენობის ზრდას ველოდით, ეს არ არის დიდი ციფრები, თუმცა კონკრეტული პროცენტული ზრდის ტენდენცია არსებობს. ჩვენ გვაქვს გეგმა, ნაწილობრივ გაცხადებული, რომელსაც ექნება პრევენციის ძალა, რათა ამ გამოწვევას ვუპასუხოთ“, განაცხადა გახარიამ.

 

 

საქართველოს გერმანიის შინაგან საქმეთა ფედერალური სამინისტროს მიგრანტთა დაბრუნების შტაბის ხელმძღვანელი, დოქტორი კრისტიან კლოსი და გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს რწმუნებული ლტოლვილთა და მიგრაციის საკითხებში ელჩი ანეტ გიუნთერი სტუმრობენ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი