„სარაევო დაინტერესებულია განავითაროს თანამშრომლობა თბილისთან ქალაქის ურბანული განვითარების საკითხებში გამოცდილების ურთიერთგაზიარების მიზნით“
06-03-2018, 19:54

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

სარაევო დაინტერესებულია განავითაროს თანამშრომლობა თბილისთან ქალაქის ურბანული განვითარების საკითხებში გამოცდილების ურთიერთგაზიარების მიზნით. ამის შესახებ ისაუბრეს საქართველოს ვიცე პრემიერმა მიხეილ ჯანელიძემ და სარაევოს მერმა აბდულა სკაკამ ბოსნია და ჰერცეგოვინაში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტის ფარგლებში გამართული შეხვედრისას.

 

 

საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს ქვეყნებს შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობებზე, რაც კარგ საფუძველს იძლევა დედაქალაქების - თბილისისა და სარაევოს თანამშრომლობის შემდგომი განვითარებისთვის. საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა სარაევოს მერს გააცნო თბილისის განვითარების ტენდენციები. ხაზი გაესვა ორ ქალაქს შორის არსებულ მსგავსებას, როგორც ლანდშაფტური, ასევე კონცეფციის თვალსაზრისით. თანამშრომლობის განვითარების კუთხით გამოიხატა დაინტერესება სხვადასხვა მიმართულებით, იქნება ეს ურბანული განვითარება, სატრანსპორტო სფერო, ტურიზმი თუ ეკოლოგია და გამოცდილების გაზიარება. მიხეილ ჯანელიძემ სარაევოს მერი თბილისში მოიწვია.

 

 

შეხვედრის შემდეგ სარაევოს მერმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ქალაქის ისტორიული და ტურისტული ნაწილი დაათვალიერებინა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი