„პოლიციამ პროპორციული ძალა გამოიყენა“ - შს სამინისტრო გიორგი ქიტოშვილის ბრალდებას პასუხობს
07-03-2018, 12:52

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

შინაგან საქმეთა სამინისტრო კახეთში გუშინ დაკავებული გიორგი ქიტოშვილის ბრალდებას პასუხობს. ბრალდებაზე, რომ პოლიციამ ქიტოშვილის დაკავებისას ძალას გადაამეტა, შსს-ის საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა, თეიმურაზ კუპატაძემ განაცხადა, რომ სამართალდამცველებმა პროპორციული ძალა გამოიყენეს და ძალის გადამეტებას ადგილი არ ჰქონია.

 

 

„პატრულ-ინსპექტორები კანონის შესაბამისად მოქმედებდნენ და მათ გამოიყენეს პროპორციული ძალა. მოქალქე გიორგი ქიტოშვილი იყო მგზავრი. სამართალდამრღვევ მძღოლს არანაირი პრეტენზია არ ჰქონდა საპატრულო პოლიციასთან, მგზავრი გადმოვიდა და პატრულ-ინსპექტორებს ხელს უშლიდა მათის სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებაში.

 

 

არაერთგზის მოწოდებისა, რომ ის წასულიყო და დამჯდარიყო მანქანაში, არ ემორჩილებოდა პატრულ-ინსპექტორის კანონიერ მოთხოვნებს. ამის შემდეგ მათ მოახდინეს მისი დაკავება. ვნახე ვიდეოკადრები ასევე სხვა კადრებიც მაქვს ნანახი, პოლიციამ პროპორციული ძალა გამოიყენა. არანაირ გადამეტებას არ ჰქონია ადგილი", განაცხადა შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა.

 

 

გიორგი ქიტოშვილის სასამართლო პროცესი თელავის სასამართლოში ამ წუთებში მიმდინარეობს. ქიტოშვილი პოლიციამ გუშინ ღამით დააკავა. დაკავებულის მეგობარმა ვიდეოკადრები გაავრცელა, სადაც ახალგაზრდა სამართლამდაცველებს არაპროპორციული ძალის გამოყენებაზე მიუთითებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი