„​ევროკავშირი საქართველოს რეფორმების მხარდაჭერას განაგრძობს“
08-03-2018, 18:10

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა და ევროპის საბჭოს პრეზიდენტმა, დონალდ ტუსკმა საქართველოს ევროპული მომავალი, სექტორული თანამშრომლობის პერსპექტივები და უსაფრთხოების გამოწვევები განიხილეს.

 


„დღეს ბრიუსელში გამართულ შეხვედრაზე ქვეყნის პირველმა პირმა განსაკუთრებით გაუსვა ხაზი პრეზიდენტ ტუსკის პირად წვლილს ევროკავშირ-საქართველოს ურთიერთობებისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის განვითარებაში.

 


შეხვედრაზე აღინიშნა ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობებში არსებული ის დინამიკური პროგრესი, რომელიც გასულ წელს ისეთი მნიშვნელოვანი მიღწევებით გამოიხატა, როგორიცაა: ასოცირების შეთანხმების ამოქმედება, აქტიურ ფაზაში შესული ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება, ენერგეტიკულ კავშირში საქართველოს გაწევრიანება, საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმი, რაც ყველაზე ხელშესახები სარგებელია საქართველოს მოსახლეობისთვის.

 


შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველო-ევროკავშირის ასოცირების განახლებულ დღის წესრიგს, რომელიც მოიცავს პრიორიტეტებს 2020 წლამდე, მათ შორის დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების რეფორმებსა და ასევე რეფორმებს სექტორულ სფეროებში.

 


საქართველოს პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა საქართველოს სწრაფვას ევროკავშირთან სრული ინტეგრაციის შესახებ. გიორგი მარგველაშვილმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა უსაფრთხოების საკითხებზე, ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებაზე, რუსეთის აგრესიულ პოლიტიკაზე და ევროპის საბჭოს პრეზიდენტს მიაწოდა ინფორმაცია ოკუპირებულ ცხინვალში საქართველოს მოქალაქის არჩილ ტატუნაშვილის გატაცებისა და ტრაგიკული დაღუპვის შესახებ.

 


გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, შემაშფოთებელია, რომ საოკუპაციო რეჟიმი ამ დრომდე ცხედრის გადმოსვენების საშუალებას არ იძლევა. ოკუპირებულ ახალგორში, არჩილ ტატუნაშვილთან ერთად, უკანონოდ დაკავებულ საქართველოს მოქალაქეებს - ლევან ქუტაშვილსა და იოსებ პავლიაშვილს კი, ოკუპირებული ტერიტორიის დატოვების უფლება კვლავ ეზღუდებათ.

 


ამავე დროს, საქართველოს პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა ევროპის საბჭოს პრეზიდენტს იმ დაუყოვნებლივი რეაგირებისა და განცხადებისთვის, რომელიც ევროკავშირმა არჩილ ტატუნაშვილთან დაკავშირებით გააკეთა.

 


შეხვედრაზე ხაზი გაესვა რუსეთის პროვოკაციულ და ანექსიურ ქმედებებს აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში. პრეზიდენტის თქმით, ბოლო ტრაგედია, კიდევ ერთხელ, ადასტურებს უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო მექანიზმის არსებობის აუცილებლობას ოკუპირებულ რეგიონებში.

 


აღინიშნა, რომ საქართველო კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პოლიტიკის ერთგულია და ხელშესახები შედეგის მიღწევას ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებიდან ელოდება.

 

 

ხაზგასმით ითქვა, რომ მნშვნელოვანია, რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის საკითხის საერთაშორისო დღის წესრიგსა და ევროკავშირ-რუსეთის დიალოგის ფორმატში კიდევ უფრო გააქტიურება. ევროპის საბჭოს პრეზიდენტმა შეხვედრაზე კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი მტკიცე მხარდაჭერა საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

 


გიორგი მარგველაშვილმა დონალდ ტუსკის მიაწოდა ინფორმაცია საქართველოს ხელისუფლების მიერ დაგეგმილი და გატარებული იმ ღონისძიებების შესახებ, რომელიც საქართველოს მოქალაქეების მიერ უვიზო მიმოსვლის პირობების დარღვევის პრევენციას შეეხება.

 


აღინიშნა, რომ ქართული მხარე, ევროკავშირის წევრი ქვეყნების შესაბამის უწყებებთან მჭიდრო თანამშრომლობით, დაუყოვნებლივ რეაგირებს საქართველოს მოქალაქეების მიერ უვიზო მიმოსვლის რეჟიმის მოთხოვნების ნებისმიერ დარღვევაზე. უცხო ქვეყნებში საქართველოს მოქალაქეების მიერ თავშესაფრის მაძიებელთა მაჩვენებლის შემცირების მიზნით იგეგმება საკანონმდებლო და პრაქტიკული ღონისძიებების გატარება.

 


ქართული მხარე საქართველოს უსაფრთხო ქვეყნების სიაში შეყვანის საკითხზე, ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებთან მოლაპარაკებებს უკვე აწარმოებს და ასევე სთავაზობს, საქართველოს მოქალაქეების თავშესაფრის განაცხადების განსახილველად დაჩქარებული პროცედურები გამოიყენონ.

 


საქართველოს პრეზიდენტმა დონალდ ტუსკი 26 მაისს პირველი ქართული რესპუბლიკის 100 წლისთავის აღსანიშნავად საზეიმო ღონისძიებებში მონაწილეობის მისაღებად საქართველოში მოიწვია", აღნიშნულია პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი