დაკავებულია ორი პირი, რომელთაც 200 000 ლარი მოსთხოვეს თურქეთისა და საქართველოს მოქალაქეებს იმის სანაცვლოდ, რომ მიწის ნაკვეთის აუქციონის წესით შეძენაში დაეხმარებოდნენ
10-03-2018, 11:30

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

სუს-ის ანტიკორუფციულმა სააგენტომ წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფურად, დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლების მცდელობის ფაქტზე საქართველოს მოქალაქეები დააკავა

 


სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფურად, დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლების მცდელობის ფაქტზე საქართველოს მოქალაქეები: კოტე დ. და დავით შ. დააკავეს.

 


გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულები,რომელთაგან ერთ-ერთი თავს ასაღებდა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს თანამშრომლად, წინასწარი შეთანხმებით, თურქეთისა და საქართველოს მოქალაქეებს, თითქოსდა სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით და სამინისტროს სხვა მაღალი თანამდებობის პირების დახმარებით, ქ.თბილისში მდებარე, სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის აუქციონის წესით შეძენაში დახმარებას დაჰპირდნენ, რის სანაცვლოდაც მათ 200 000 ლარის გადახდა მოითხოვეს.

 


მიმდინარე წლის 8 მარტს, დაკავებულებმა, აღნიშნულ მოქალაქეებს, წინასწარ გამოართვეს მოთხოვნილი თანხის ნაწილი 50 000 ლარის ოდენობით, რა დროსაც ისინი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ბრალდებულების სახით დააკავეს.

 


გამოძიება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით თაღლითობის მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 19,180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით).

 


გამოძიებას აწარმოებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო.

 

 

ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს. 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი