საქართველოსა და რუსეთის რაგბის ეროვნულ ნაკრებებს შორის შეხვედრა „ბორჯღალოსნების“ გამარჯვებით, ანგარიშით 29:9 დასრულდა
10-03-2018, 17:42

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოსა და რუსეთის რაგბის ეროვნულ ნაკრებებს შორის რუსეთში გამართული შეხვედრა „ბორჯღალოსნების“ გამარჯვებით, ანგარიშით 29:9 დასრულდა.

 

 

სამი ჯარიმით ერთი ლელოს წინააღმდეგ რუსეთი მატჩის პირველ ნახევარს 9:7 იგებდა. რუსები თავიდანვე დაწინაურდნენ 3 ქულით, თუმცა ანტონ ფეიქრიშვილის მიერ გატანილი ლელოს და სოსო მათიაშვილის ზუსტად შესრულებული გარდასახვის შედეგად ანგარიში 7:3 გახდა. 

 

 

 

 

 

 

თამაშის მეორე ნახევარში კი სოსო მათიაშვილის გატანილი ჯარიმის წყალობით ქართველები დაწინაურდნენ და ანგარიში 10:9 გახდა, რის შემდეგაც „ბორჯღალოსნები" დიდხანს მხოლოდ ერთქულიანი უპირატესობით იგებდნენ, თუმცა მეორე ტაიმის დასრულებამდე 15 წუთით ადრე, 65-ე წუთზე მათ ლელოს დადება შეძლეს (ლელოს ავტორი გიორგი ნემსაძე) და ანგარიში 15:9 გახდა, ხოლო მათიაშვილის მიერ საჯარიმო დარტყმის ზუსტი შესრულების  შემდეგ ქართველებმა 8-ქულიანი უპირატესობით წაიწიეს წინ.

 

 

 

(მასალაში გამოყენებულია თიბისი ბანკის ფოტოები)

 


72-ე წუთზე კი მოლით მორიგი, მესამე ლელო მიშო გაჩეჩილაძემ დადო. გარდასახვა სოსო მათიაშვილმა ამჯერადაც ზუსტად შეასრულა და ანგარიში 24:9 გახდა.

 

 

 

 

 


მალევე, 76-ე წუთზე კი ლელო ანზორ სიჭინავამ გაიტანა და ანგარიში 29:9 გახდა, ხოლო რადგან მერაბ კვირიკაშვილის მიერ შესრულებული გარდასახვა არაზუსტი აღმოჩნდა, საბოლოო ანგარიშიც იგივე დარჩა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი