უკრაინა და საქართველო არ არიან მზად NATO-ში შესასვლელად, რუსეთის გამო კი, ალიანსის ზოგიერთმა წევრმა მათ MAP-ის მინიჭებაზე უარი უთხრა: ამერიკელი დიპლომატი კურტ ვოლკერი
11-03-2018, 10:19

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

უკრაინა და საქართველო არ არიან მზად ნატოში შესასვლელად, განუცხადა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა უკრაინის საკითხებში, ელჩმა კურტ ვოლკერმა, უკრაინული ახალი ამბების სააგენტო „უნიანს“ ბრიუსელში.

 

 

„მათ [უკრაინელებს და ქართველებს] ბევრი მუშაობა ესაჭიროებათ, და ახლა ამ ორ ქვეყანას კიდევ ბევრი რამ დარჩა გასაკეთებელი“, თქვა მან.

 


ამერიკელმა დიპლომატმა, რომელიც წლების წინათ აშშ-ის ელჩი იყო ნატოში, აღნიშნა, რომ შეერთებულ შტატებში უკრაინისთვის და საქართველოსთვის ნატოს წევრობის სამოქმედო გეგმის (MAP) მინიჭებას ჯერ კიდევ 2008 წელს, ბუქარესტის სამიტზე გეგმავდნენ, მაშინ როცა ეს სახელმწიფოები არ იყვნენ მზად ალიანსში გასაწევრიანებლად. ვოლკერის თქმით, ნატოს რამდენიმე წევრი ქვეყანა ამ ნაბიჯის წინააღმდეგ გამოვიდა, რადგან ისინი ფიქრობდნენ, რომ ეს „შექმნიდა ავტომატიზმს წევრობის მიმართულებით“.

 


„წევრობასთან დაკავშირებით მათ [ნატოს ზოგიერთ წევრ ქვეყანას] რუსეთის გამო არ უნდოდათ ჰქონოდათ ავტომატიზმი. ასევე სხვა მოკავშირეებს ეთქვათ, რომ მათ შეეძლებათ გახდნენ წევრები, მაგრამ ახლა ისინი არ არიან მზად. ამიტომაც, ბუქარესტის დეკლარაცია ამბობს, რომ ისინი იქნებიან წევრები. მაგრამ ამან წევრობის იდეა მაგიდაზე დადო დეტალიზაციის და ინსტრუმენტების გარეშე, რომლებიც ამისათვის იყო შექმნილი“, განაცხადა ვოლკერმა.

 

 

კომენტარები: 2
#2   თამაზ
      
"ნატო" უიმედო იმპოტენტია...
13 მარტი 2018 04:11
#1   თინათინი
      
და რატომ არ მიკვირს ნეტა?!დიპლომატიური "სპრავოჩნიკი"-ესეიგი -ცნობარი- ზეპირად ვიცი!ასე,რომ ზოგიერთს,აწი რომ უნდა გახდეს დიპლომატი,ცოდნით ავწო-დავწონი....აი ამიტომ არ მიკვირს,რომ საქართველოს ნატოში შესვლა არის ერთი დიდი ტყუილი!ამის გარდა,არც ევროკავშირის წევრობა არ ემუქრება საქართველოს და ამაში რუსეტის დანაშაული კი არ არის,არამედ თავად ევროპას არ სურს ჩვენი ევროკავშირში გაწევრიანება...იქ არავინ არ გველოდება...მას ვინც უნდოდა,ის წაიყვანა უკვე და მეტი არ აღელვებს...შეიგნეთ რა ბოლოსდა ბოლოს!

და რატომ არ მიკვირს ნეტა?!არც ნატოს,არც ევროს ჩვენთვის არ ცხელა!
11 მარტი 2018 04:33
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი