იან კელი: არჩილ ტატუნაშვილის საკითხზე პარლამენტის ორპარტიულ რეაქციას მეტი ძალა ექნება
12-03-2018, 13:50

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი იან კელი მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას რეზოლუციის პროექტზე საპარლამენტო უმრავლესობასა და უმცირესობას შორის მიმდინარე კონსულტაციებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ თუ არჩილ ტატუნაშვილთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტის რეაქცია ორპარტიული იქნება, რეზოლუციის პროექტს მეტი ძალა ექნება.

 

 

„რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამასთან დაკავშირებით პარლამენტს გარკვეული რეაქცია ჰქონდეს და თუკი ეს რეაქცია ორპარტიული იქნება, მით უფრო მეტი ძალა ექნება. რეზოლუცია მიმართული უნდა იყოს პასუხისმგებლობისკენ. ჩვენ მზად ვართ, საქართველოს ხელისუფლებას ნებისმიერ ძალისხმევაში დახმარება აღმოვუჩინოთ”, განაცხადა იან კელიმ.

 

 

პარლამენტში, ოკუპირებულ ცხინვალში გარდაცვლილი არჩილ ტატუნაშვილის საკითხთან დაკავშირებით წარდგენილია რეზოლუციის ორი - უმრავლესობისა და უმცირესობის მიერ მომზადებული პროექტი. დოკუმენტის ერთიან ტექსტზე შეთანხმების მიზნით, პოლიტიკურ ძალებს შორის კონსულტაციები ამ დრომდე გრძელდება.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი