აზერბაიჯანის პრემიერ მინისტრის თქმით, აზერბაიჯანი მზად არის, განაგრძოს ძალისხმევა საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობის შემდგომი გაღრმავებისთვის
13-03-2018, 10:15

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველო-აზერბაიჯანის სტრატეგიულ პარტნიორობაზე, სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის შემდგომ განვითარებასა და რეგიონული მნიშვნელობის ერთობლივ პროექტებზე ისაუბრეს საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ მინისტრებმა პირისპირ შეხვედრაზე, რომელიც აზერბაიჯანის მინისტრთა კაბინეტში გაიმართა.

 


საქართველოს პრემიერ მინისტრის პრესსამსახურის ცნობით, არტურ რასიზადემ აღნიშნა, რომ აზერბაიჯანი მზად არის, განაგრძოს ძალისხმევა საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობის შემდგომი გაღრმავებისთვის.

 


„საქართველოს პრემიერ მინისტრის განცხადებით, აზერბაიჯანი საქართველოსთვის განსაკუთრებული სტრატეგიული პარტნიორია და მისასალმებელია ორმხრივი კავშირების განვითარების პოზიტიური დინამიკა.

 


პრემიერ მინისტრების პირისპირ შეხვედრის შემდეგ, მოლაპარაკებები გაფართოებულ ფორმატში გაგრძელდა, რომელშიც ორი ქვეყნის მთავრობის წევრები მონაწილეობდნენ.

 


მხარეებმა ისაუბრეს ეკონომიკური თანამშრომლობის შემდგომ გაღრმავებაზე და განიხილეს ორი ქვეყნის მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის სხდომის გამართვის შესაძლებლობა.

 


შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ერთობლივ სატრანსპორტო-ენერგეტიკულ პროექტებზე, რომლებსაც არა მხოლოდ რეგიონული, არამედ გლობალური მნიშვნელობა აქვს.

 


მხარეებმა ასევე განიხილეს რეგიონში არსებული ვითარება და ხაზი გაუსვეს სტაბილურობის შენარჩუნებისა და არსებული კონფლიქტების მშვიდობიანი გზით მოგვარების მნიშვნელობას.

 


პრემიერ მინისტრებმა ერთმანეთს საქართველოსა და აზერბაიჯანის პირველი რესპუბლიკის დაარსებიდან 100 წლის იუბილე მიულოცეს და იმედი გამოთქვეს, რომ ეს მნიშვნელოვანი თარიღი ღირსეულად აღინიშნება", ნათქვამია საქართველოს პრემიერ მინისტრის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ოფიციალურ ინფორმაციაში.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი