ქეთევან ციხელაშვილი: რუსულ პოლიტიკურ თარგმანში პირველად არ ხდება, როდესაც რეალური სასურველით იცვლება - საუბარი არსად ყოფილა პირდაპირ დიალოგზე აფხაზეთსა და „სამხრეთ ოსეთთან“
13-03-2018, 13:27

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ქეთევან ციხელაშვილი პრემიერ მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის მიმართვაზე რუსეთის საგარეო უწყების საპასუხო განცხადებას ეხმაურება.

 

 

ციხელაშვილის განცხადებით, რუსულ პოლიტიკურ თარგმანში პირველად არ ხდება, როდესაც რეალური სასურველით იცვლება - საუბარი არსად ყოფილა პირდაპირ დიალოგზე აფხაზეთსა და „სამხრეთ ოსეთთან“, ნახსენებია აფხაზებთან და ოსებთან საუბარი არაპოლიტიზებულ ფორმატში, რასაც მოითხოვს კონფლიქტის მოგვარების ჩართულობის და შერიგების ამოცანები.

 

 

„პრემიერის განცხადებაში ძალიან ცალსახად იყო ხაზგასმული ყველა ის მნიშვნელოვანი ასპექტი და მომენტი, რომელიც მათ შორის რუსულ-ქართული ურთიერთობების მოწესრიგების წინაპირობა გახლავთ. ამაში კონფლიქტის მოგვარებას ვგულისხმობ და მთავარი გამოწვევის დაძლევას, რომელიც ჩვენ 2008 წლიდან გვაქვს. ბუნებრივია, სამწუხაროდ, ამის ნაწილია სწორედ არჩილ ტატუნაშვილის ტრაგედია. ამიტომ, ქმედითი პასუხი ბუნებრივია, ოჯახისთვის ცხედრის გადმოცემა იქნებოდა, რომელიც ამდენი ხანი ჭიანურდება და არა იმის გამო, რომ ეს ვინმეს კეთილი ნების გამოხატულება იქნებოდა არამედ იმის გამო, რომ ეს დღეს ამ რეგიონში მიმდინარე მოვლენებზე პასუხისმგებლობას უკავშირდება.

 

 

რაც შეეხება ჟენევაში რუსეთის მონაწილეობას. ჟენევის ფორმატი, რომელიც ფართო საერთაშორისო ჩართულობით ფუნქციონირებს, მთავარი და ერთადერთი ფორმატია რუსეთთან დისკუსია სწორედ კონფლიქტის მოგვარებასთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან უსაფრთხოების და ჰუმანიტარულ საკითხებზე. საგარეო საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა და მეც იმედს გამოვთქვამ, რომ ისინი კონსტრუქციულად ჩაერთვებიან, რაც გამოიხატებოდა იმაში, რომ საკითხები რომლებიც დღის წესრიგში 2008 წლიდან დგას და დიდწილად 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით აღებულ ვალდებულებებს რუსეთის მხრიდან შესრულებას უკავშირდება, რომ ამ საკითხებზე რეალური პროგრესი იქნება, ისევე, როგორც სხვა ბევრ მნიშვნელოვან საკითხზე. ქართული მხარე ყოველთვის კონსტრუქციული გახლავთ და მუშაობას ამ რეჟიმში გააგრძელებს.

 

 

რაც შეეხება პირდაპირ დიალოგს. ამასთან დაკავშირებით ხაზგასმით შიდა თუ გარე აუდიტორიებისთვის უნდა განვმარტოთ. რუსულ პოლიტიკურ თარგმანში პირველად არ ხდება ხოლმე, როდესაც რეალური სასურველით იცვლება. საუბარი არსად არ ყოფილა პირდაპირ დიალოგზე აფხაზეთსა და „სამხრეთ ოსეთთან“ და ეს ბუნებრივია, ვერ იქნებოდა და დარწმუნებული ვარ, ძალიან კარგად ესმით ასევე რუსეთში. საუბარი გახლავთ აფხაზებთან და ოსებთან საზოგადოებასთან ფართოდ, ადამიანებთან რომელთან ერთადაც ჩვენ წარმოგვიდგენია მომავალში ცხოვრება და მომავლის მშენებლობა. ყველა იმ არაპოლიტიზებულ ფორმატში, რომელსაც მოითხოვს კონფლიქტის მოგვარების ჩართულობის და შერიგების ამოცანები. ეს არხები გარკვეულ დონეზე დღესაც ფუნქციონირებს.

 

 

ჩვენი ამოცანა გახლავთ და ამას ხაზს კიდევ ერთხელ ვუსვამ, ერთი მხრივ, რუსეთთან მიმართებაში, რომელიც ჩვენი კონფლიქტის მოგვარების ერთი და უმნიშვნელოვანესი მიმართულება ჟენევის ფორმატში იყოს გარკვეული პროგრესი მიღწეული იყოს და მეორე მხრივ, ჩვენ შესაძლებლობა გვქონდეს აფხაზურ და ოსურ საზოგადოებებთან დიალოგი ფართო კონტექსტში განვავითაროთ, რომელიც ნდობის მშენებლობის და შერიგების ამოცანებში ასევე მნიშვნელოვანია“, განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა, რომელიც ამბობს, რომ გიორგი კვირიკაშვილის განცხადება არ ნიშნავს, რომ ჟენევის მოლაპარაკებების მორიგ რაუნდზე ის თავად გაემგზავრება.

 

 

„განცხადება სწორად უნდა გავიგოთ. აქ საუბარი მზაობაზე იყო, რომ მათ შორის, უმაღლეს დონეზე ჩართულობითაც შესაძლებელი იქნებოდა, წარმოგვედგინა ჟენევის ფორმატში დისკუსიების წარმოება. ეს არ ნიშნავს, რომ პრემიერი მომდევნო რაუნდზე გაემგზავრება. ეს ის საკითხებია, რომელსაც განსაკუთრებული მომზადება სჭირდება და ბუნებრივია, მზაობა და პოლიტიკური ნება ასევე მეორე მხრიდან სჭირდება. ამიტომ, ჩვენ მზაობას ვადასტურებთ ზოგადად ჟენევის ფორმატში მონაწილეობის თვალსაზრისით იმაში, რომ ეს მნიშვნელოვანი ფორმატია. კონსტრუქციულები და ორიენტირებულები იმაზე ვიქნებით, რომ პროგრესი ძირითად საკითხებზე მიღწეული იყოს“, განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

 

 

რუსეთის საგარეო უწყებამ პრემიერ მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის 9 მარტის განცხადების საპასუხო განცხადება გუშინ გაავრცელა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი