ზურაბ აბაშიძის თქმით, რუსეთი ცდილობს, ტატუნაშვილის გარდაცვალების ტრაგიკულ ფაქტს გაემიჯნოს
13-03-2018, 13:56

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ქართულმა მხარემ პრაქტიკულად ყველა საერთაშორისო ბერკეტი გამოიყენა იმისათვის, რომ არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი დროულად გადაეცათ ოჯახის წევრებისათვის და გაეთავისუფლებინათ ჩვენი მოქალაქეები, სამწუხაროდ, მხოლოდ ნაწილობრივ მივაღწიეთ შედეგს, აღნიშნული განცხადება რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში პრემიერ მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ზურაბ აბაშიძემ გააკეთა.

 

 

„მხედველობაში მაქვს, რომ გუშინწინ ჩვენი ორი მოქალაქე გათავისუფლდა. პრემიერმა ის ნაბიჯიც კი გადადგა, რომ მიმართა რუსეთის უმაღლეს ხელისუფლებას ამ პრობლემის მოსაგვარებლად. რუსეთის საგრეო უწყების აღნიშნულ კომენტარში რუსეთის მხარე ცდილობს, გაემიჯნოს ამ ტრაგიკულ ფაქტს და გამოთქვამს მხოლოდ მწუხარებას. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენთვის მნიშვნელოვანია არა ზოგადი კომენტარები და ზოგადი პასუხები, არამედ კონკრეტული ნაბიჯი, მხედველობაში გვაქვს უპირველეს ყოვლისა, ცხედარის დროულად გადაცემა ოჯახისათვის. რუსეთის მხარე ვერანაირად ვერ აიცილებს პასუხისმგებლობას იმაზე, რაც მოხდა და მოთხოვნა მის მიმართ არის კონკრეტული, სასწრაფოდ მოხდეს ცხედარის გადაცემა ოჯახისათვის“, განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.

 

 

რუსეთის საგარეო უწყებამ პრემიერ მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის 9 მარტის განცხადების საპასუხო განცხადება გუშინ გაავრცელა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი