ირაკლი კობახიძე: რუსეთის საგარეო უწყების განცხადება არ იყო კონსტრუქციული მიდგომის გამოხატულება
13-03-2018, 15:39

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ რუსული მხარის პასუხი საქართველოს პრემიერ მინისტრის მიმართვაზე არაკონსტრუქციულად შეაფასა. თუმცა, მისივე თქმით, იმის მიუხედავად, რამდენად კონსტრუქციული ან დესტრუქციული იქნება განცხადებები მეორე მხრიდან, საქართველომ უნდა შეინარჩუნოს პრაგმატული მიდგომა, რომელიც აქვს 2012 წლიდან.

 

 

კობახიძის აზრით, სწორედ რუსეთთან პრაგმატული მიდგომის შედეგია ის, რომ ბოლო წლების განმავლობაში საქართველოში უსაფრთხოების და სტაბილურობის ხარისხი მნიშვნელოვნად ამაღლდა.

 

 

„სამწუხაროდ, რუსეთი ჩვენ პრაგმატულ მიდგომას არ პასუხობს თავისი პრაგმატული მიდგომით. ბოლო განცხადებაც იყო ამის გამოძახილი. ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, რომ მომავალში ეს მიდგომა შეიცვლება. ჩვენ გვჭირდება გზების გამონახვა იმისათვის, რომ პრობლემა მოგვარდეს. მშვიდობიანი მოგვარება კონფლიქტის, არის ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი, რაც ასახულია შესაბამის საპარლამენტო რეზოლუციაში. ჩვენი მხრიდან ყველაფერი კეთდება იმისათვის, რომ რუსეთ-საქართველოს კონფლიქტი მოგვარდეს მშვიდობიანი გზით. ჩვენ გვაქვს პრაგმატული მიდგომა, რომელიც არის ჩამოყალიბებული საქართველოში 2012 წლიდან. ზუსტად ამ პრაგმატული მიდგომის შედეგია ის, რომ საქართველოში თვისობრივად ამაღლდა უსაფრთხოების ხარისხი ბოლო წლების განმავლობაში“, განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.

 

 

რაც შეეხება საქართველოს პრემიერის განცხადებას, ირაკლი კობახიძის თქმით, ის ითვალისწინებდა არა რაიმეს ცვლილებას, არამედ იმ ხაზის გაძლიერებას, რომელიც საქართველოში 2012 წლიდან არის ჩამოყალიბებული.

 

 

„ჩვენ გვაქვს პრაგმატული პოლიტიკა. ჩვენ მზად ვართ დიალოგისთვის, დისკუსიისთვის იმისათვის, რომ კონფლიქტი მოგვარდეს მშვიდობიანი გზით და ზუსტად ეს იყო ასახული პრემიერის განცხადებაში. პრაგმატულ პოლიტიკას არ აქვს ალტერნატივა. ჩვენ ვიცით სადამდე მიგვიყვანა, თავის დროზე, არაპრაგმატულმა პოლიტიკამ. ვგულისხმობს იმ მოვლენებს, რომლებიც, ყველამ ერთად, სამწუხაროდ, ვიხილეთ 2008 წელს და ზუსტად პრაგმატული მიდგომის შედეგია ის ცვლილება, რომელიც გვაქვს საქართველოში 2012 წლის შემდეგ უსაფრთხოების და სტაბილურობის კუთხით. რაც შეეხება პრემიერის განცხადებას, კიდევ ერთხელ, მიზანი იყო იმ ხაზის გაძლიერება, რომელიც არის საქართველოში ჩამოყალიბებული. ამ მიმართულებით მუშაობა უნდა გაგრძელდეს, მიუხედავად იმისა, თუ რამდენად კონსტრუქციული თუ დესტრუქციული იქნება განცხადებები მეორე მხრიდან. ჩვენ ჩვენი მცდელობა არ უნდა დავაკლოთ იმისათვის, რომ კონფლიქტი მოგვარდეს მშვიდობიანი გზით“, განაცხადა კობახიძემ, როგორც ამას პარლამენტის პრესსამსახური იტყობინება.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი