საქართველოს პრეზიდენტმა სენატში საქართველოს უსაფრთხოების საკითხებზე მტკიცე მხარდაჭერის კონსოლიდაციის საკითხები განიხილა
14-03-2018, 10:26

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა ვაშინგტონში, სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, სენატში გამართულ შეხვედრებზე საქართველოს უსაფრთხოების საკითხებზე მტკიცე მხარდაჭერის კონსოლიდაციისა და ნატოს მომავალი სამიტისათვის მზადების საკითხები განიხილა.

 


სენატორებთან: რობერტ მენენდესთან, ბობ კორკერთან და ჯინ შაჰინთან შეხვედრებისას გიორგი მარგველაშვილმა დეტალურად ისაუბრა რეგიონში უსაფრთხოების თვალსაზრისით შექმნილ ვითარებაზე და აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია, უსაფრთხოების სფეროში შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის თანამშრომლობისა და სტრატეგიული პარტნიორობის გაძლიერება, რათა კიდევ უფრო ხელშესახები გახდეს, ამ თანამშრომლობის შედეგები.

 


„დღეს საქართველოს უაღრესად სჭირდება შეერთებული შტატების მხარდაჭერა არსებული უსაფრთხოების გამოწვევების ფონზე და ნატო-ს სამიტისთვის მოსამზადებელ პერიოდში ქვეყნის წინაშე მდგარი საფრთხეების ნეიტრალიზაციისთვის", განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა შეხვედრისას.

 


მან მადლობა გადაუხადა სენატორებს იმ ძლიერი მხარდაჭერისათვის, რასაც აშშ-ს ხელისუფლების წარმომადგენლები გამოხატავენ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ.

 

 

ჩვენ გვაქვს ამბიცია, რომ გავხდეთ ნატო-ს წევრები. ვამბობთ, რომ ვიმსახურებთ ნატო-ს წევრობას და ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ეს საქართველოსათვის რეალობად იქცეს", აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.

 


პრეზიდენტის განცხადებით, საქართველოს ალიანში გაწევრიანების გზაზე საქართველოს წინსვლა შეჩერებულია დიდწილად გაყინული კონფლიქტების გამო, რომელიც საქართველოს რუსეთის მიერ მხარდაჭერილ სეპარატისტულ რეგიონებთან, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან აქვს - რეგიონებთან, რომლებმაც დამოუკიდებლობა გამოაცხადეს.

 

 

რუსეთის აგრესიულ ქმედებებთან მიმართებაში საუბრისას გიორგი მარგველაშვილმა არჩილ ტატუნაშვილის დაღუპვის საკითხი დააყენა და აღნიშნა, რომ საქართველო ვერასოდეს შეეგუება ოკუპაციას.

 


სენატორებმა აღნიშნეს, რომ საქართველო შეერთებული შტატების და ალიანსის განსაკუთრებული პარტნიორია რეგიონში და მნიშვნელოვანია მისი როლი საერთაშორისო მისიებში მონაწილეობის თვალსაზრისით.

 


პრეზიდენტის საერთაშორისო მდივნის თენგიზ ფხალაძის განცხადებით, უაღრესად მნიშვნელოვანია ის აქტივობები, რომელიც დღეს, ამ ვითარებაში, არსებულ პოლიტიკურ ფონზე ხორციელდება საქართველოს პრეზიდენტის მიერ.

 


შეხვედრებს ესწრებოდნენ ქართული დელეგაციის წევრები: საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი, პრეზიდენტის საერთაშორისო მდივანი თენგიზ ფხალაძე, პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ანა ნაცვლიშვილი და საქართველოს ელჩი აშშ-ში დავით ბაქრაძე.

 

 

ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი