გიორგი მარგველაშვილი: უნდა ვიყოთ ძალიან მომთმენნი და ვაღიაროთ, რომ რუსეთი საქართველოს „უკანა ეზოს“ პოლიტიკის თვალსაზრისით უდგება
14-03-2018, 16:13

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„საქართველოს გზა დასავლეთისაკენ, როდესაც თავისუფლება ხდება ღირებულება" - თავისუფლების, უსაფრთხოების გამოწვევების, რუსული აგრესიისა და საქართველოს 100 წლიანი დამოუკიდებლობის პერიოდის უმნიშვნელოვანეს მოვლენებზე და საქართველოს მიღწევებზე ისაუბრა საქართველოს პრეზიდენტმა ჯორჯთაუნის უნივერსიტეტში საჯარო ლექციაზე სტუდენტებთან შეხვედრისას.

 


პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, გიორგი მარგველაშვილმა საქართველოს ევროპული ტიპის პატარა ქვეყანა უწოდა, რომელსაც ნატო-ში და ევროკავშირში გაწევრიანების დიდი ამბიცია აქვს და ამისათვის ცდილობს განავითაროს დემოკრატია და ეკონომიკა მეგობარი და პარტნიორი ქვეყნების დახმარებით.

 

 

„ჩვენ ვართ პატარა ქვეყანა ძალიან მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური მდებარეობით - აზიასა და ევროპის ბაზრების დამაკავშირებელი გზით. თუმცა საქართველო თავისი პოლიტიკური არჩევანის გამო რუსეთის მიერ დაისაჯა. საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური არჩევანი, ჯანსაღი ამბიცია დასავლური მისწრაფებებისადმი ერთგულება რუსეთისათვის მიუღებელი აღმოჩნდა", განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

 


მისი თქმით, დღეს საქართველოს ტერიტორიების 20% ოკუპირებულია, თუმცა, საქართველო თავისი გზის გაძლიერებას ცდილობს. 

 


საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები არ ვითარდება და მისი მოსახლეობაც, შესაბამისად, იზოლირებულია განვითარებისაგან -როცა ისინი ხედავენ, როგორ მიდის წინ და ვითარდება საქართველო, როცა თავის პრობლემებს წყვეტს დამოუკიდებლად, ევროპისა და ამერიკის მხარდაჭერით ვიცავთ მათ უფლებებს, როცა ხედავენ ამ სიკეთეებს, - რეალურად, დრო საქართველოს სასარგებლოდ მუშაობს და არა რუსეთის, რომელიც ვერ დაიკვეხნის თავისი განვითარებით.

 


ჯორჯთაუნის უნივერსიტეტში გამოსვლისას გიორგი მარგველაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველომ ჯერ კიდევ 16 საუკუნის წინ გააკეთა ევროპული არჩევანი. აირჩია ქრისტიანობა, რაც ერის იდენტობისა და პოლიტიკური მიმართულების არჩევანი და იმ სახელმწიფოთა ჯგუფის მიმართ ორიენტირება იყო, რომლებიც ევროპულად ვითარდებოდნენ. საქართველომ შეძლო ამ არჩევანის შენარჩუნება.

 

 

გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, საქართველოს ოკუპაცია 2008 წლამდე ბევრად ადრე დაიწყო და მიმდინარე მოვლენების ფონზე სრული სურათის დანახვა უნდა შევძლოთ.

 


ჩვენ უნდა ვიყოთ ძალიან მომთმენნი და ვაღიაროთ, რომ რუსეთი საქართველოს უკანა ეზოს" პოლიტიკის თვალსაზრისით უდგება. სრული სურათი უნდა დავინახოთ: ფაქტია, რომ როცა ბუქარესტის ნატოს სამიტზე საქართველომ ნატოს წევრობასთან დაკავშირებით პოზიტიური სიგნალები მიიღო, რუსეთი შემოიჭრა საქართველოში და ჰიბრიდული ომის გზით მოახდინა საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია. თუმცა, რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია 90-იან წლებში დაიწყო, მაშინ საქართველო არ საუბრობდა არც ნატო-ში და არც ევროკავშირში ინტეგრაციაზე, მაშინ საქართველოს არ ჰქონდა არანაირად ამის პირობები. მაშინ რუსეთმა რეაგირება მოახდინა საქართველოს დამოკიდებულებაზე, მის დამოუკიდებელ არჩევანზე", განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

 


პრეზიდენტის თქმით, რუსეთმა განაცხადა, რომ მას აქვს პრივილეგირებული უფლებები იმ ერებზე, რომლებიც დამოუკიდებლად ვითარდებოდნენ მრავალი წლის განმავლობაში, რასაც იგი არ მალავს და ჩვენც ნათლად უნდა ვუთხრათ, იმ ძირითადი, დასავლური ფასეულობების, ღირებულებებისა და დამოკიდებულებების შესახებ, რომლის ერთგულებიც ვართ.

 


საქართველოს პრეზიდენტმა სტუდენტებისა და პროფესორების შეკითხვებს უპასუხა, რომლებიც საქართველოსა და რუსეთის არაპოლიტიკურ ურთიერთობებს, საქართველოს ნატოში ინტეგრაციას, საქართველოსთან მიმართებაში ევროკავშირის პოლიტიკას, ვიზალიბერალიზაციის პროცესის მიმდინარეობას და საქართველოს მოლოდინებს შეეხებოდა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი