პროკურატურის განცხადებით, ზურაბ ნეფარიძის ბრალდების საქმეში პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეო ან ფოტო მასალა არ არსებობს
15-03-2018, 18:23

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

მთავარი პროკურატურის განცხადებით, თბილისის საკრებულოს წევრის, ზურაბ ნეფარიძის ბრალდების საქმეში არსებულ მტკიცებულებებს შორის ბრალდებულის პირადი ცხოვრების ამსახველი რაიმე ვიდეო ან ფოტო მასალა არ არსებობს.

 


„რაც შეეხება 2018 წლის 15 მარტს მედიასივრცეში ადვოკატის და ბრალდებულ ზ.ნ.-ს შვილის მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, საქართველოს მთავარი პროკურატურის გენერალურ ინსპექციაში დაიწყო სამსახურებრივი შემოწმება“, აცხადებენ პროკურატურაში, რომლის განცხადებასაც სრულად გთავაზობთ.

 

 

„თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობს საქმის არსებითი განხილვა თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მაჟორიტარი წევრის - ზ.ნ.-ს მიმართ გამოძალვით ქრთამის აღების, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით თაღლითურად დიდი ოდენობით თანხის დაუფლებისა და შრომის კანონმდებლობის დარღვევის ფაქტზე, ასევე მაჟორიტარის ბიუროს თანამშრომლის ა.მ.-ს მიმართ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლებაში დახმარების და გამოძალვით ქრთამის აღებაში დახმარების ფაქტზე.

 


ზ.ნ. და ა.მ. საქართველოს უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლების მიერ დაკავებულ იქნენ 2017 წლის 25 აგვისტოს.

 


გამოძიებით დადგინდა, რომ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მაჟორიტარი ზ.ნ. ბიუროში დასაქმებული მეუღლის დის - ა.ნ.-ს დახმარებით ბიუროს ოთხი თანამშრომლისგან, სამსახურიდან გათავისუფლების მუქარით ქრთამის სახით სძალავდა მათთვის ყოველთვიურად დარიცხული ხელფასის ნაწილს. აღნიშნული გზით ზ.ნ.-მ 2014-2017 წლის პერიოდში თანამშრომლებისგან ქრთამის სახით 16040 ლარი გამოსძალა.

 


ასევე გამოძიებით დადგინდა, რომ ზ.ნ. სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, მოტყუებით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დაეუფლა მაჟორიტარის ოფისის ფუნქციონირებისთვის თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ გამოყოფილ თანხებს, რაშიც დახმარებას უწევდა მისი შვილი.

 


ზ.ნ-მ თავის ბიუროში ფიქტიურად დაასაქმა მისი შვილის მეგობარი მ.ლ., რომელსაც წინასწარი შეთანხმების თანახმად, ყოველთვიურად ერიცხებოდა ხელფასი, ხოლო რეალურად აღნიშნულ თანხას მართლსაწინააღმდეგოდ ისაკუთრებდა ზ.ნ., რითაც ის 2014 წლის 15 აგვისტოდან 2017 წლის 31 მარტის ჩათვლით თაღლითურად დაეუფლა საკრებულოს კუთვნილ, დიდი ოდენობით 36 552,5 ლარს.

 


სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ჩატარდა არაერთი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება, გამოკითხულ იქნა ათეულობით მოწმე, ჩატარდა საბუღალტრო რევიზიები, დაკავებულების პირადი და მათი ოფისების ჩხრეკა. ბანკებიდან გამოთხოვილ იქნა ინფორმაცია ჩარიცხული თანხების ოდენობასა და მათი მოძრაობის შესახებ. ასევე ჩატარებულ იქნა ფარული საგამოძიებო მოქმედებები, რის შედეგადაც მოპოვებული იქნა ზ.ნ.-ს და ა.მ.-ს დანაშაულში მამხილებელი მტკიცებულებები.

 


ზ.ნ.-ს და ა.მ.-ს ბრალდების საქმეში არსებულ მტკიცებულებებს შორის ბრალდებულების პირადი ცხოვრების ამსახველი რაიმე ვიდეო ან ფოტო მასალა არ არსებობს.

 


რაც შეეხება 2018 წლის 15 მარტს მედიასივრცეში ადვოკატის და ბრალდებულ ზ.ნ.-ს შვილის მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, საქართველოს მთავარი პროკურატურის გენერალურ ინსპექციაში დაიწყო სამსახურებრივი შემოწმება“, ნათქვამია პროკურატურის ინფორმაციაში. 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი