ნიკა მელიამ განაცხადა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში მოსვლისთანავე, პენსია 400 ლარი გახდება
16-03-2018, 12:46

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებაში მოსვლისთანავე, პენსია 400 ლარი გახდება, განაცხადა პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ პენსიონერებთან გამართულ შეხვედრაზე.

 


მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ პერიოდში, პენსია გაიზარდა 11-ჯერ - 14 ლარიდან 150 ლარამდე, დღეს კი, „ჩვენთან, ქვეყანაში ყოველი მეორე პენსიონერი წინსწრებით სარგებლობს პენსიით, გამოტანილი აქვს ბანკებიდან რამდენიმე წლის პენსია წინასწარ და ყოველი მეორე პენსიონერი ჩვენ ქვეყანაში ცხოვრობს პენსიით აღებული საბანკო ვალით“. 

 


„და სწორედ ამიტომ, მთელი ჩვენი პოლიტიკური გუნდის სახელით დღეს მე მინდა განვაცხადო, რომ „ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებაში მოსვლისთანავე, პენსია გახდება 400 ლარი, დიახაც, პირველსავე წელს პენსია გახდება 300 ლარი, შემდეგ გახდება 400 ლარი, ეს შეეხებათ როგორც ასაკის პენსიონერებს, ასევე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს“, განაცხადა ნიკა მელიამ პენსიონერებთან შეხვედრისას და განმარტა, რომ პენსიების მატება შესაძლებელი იქნება სწრაფი ეკონომიკური ზრდით, კორუფციის აღმოფხვრით და ბიუროკრატიული ხარჯების მნიშვნელოვანი შემცირებით.

 

 

„ჩვენ ეს გაგვიკეთებია 11-ჯერ და გავაკეთებთ კიდევ მრავალჯერ. ეს არის რეალისტური გეგმა, რომელიც თვეების განმავლობაში მუშავდებოდა ნაციონალური მოძრაობის ცენტრალურ ოფისში“, თქვა მელიამ. 

 

კომენტარები: 5
#5   ია
      
ნაციონალების მეტი ვერავინ უშველის უფსკრულისაკენ მიმავალ ქვეყანას!!! ნუ უსმენთ ბორიას მოსყიდულ აგენტებს! ხომ ხედავთ რას სწერენ "რაცა მაქვს იმ პენსიასაც არ ავიღებო..." განა დღეს საქართველოში ადამიანი, რომელსაც უჭირს, უარს იტყვის კუთვნილ პენსიაზე? ნათელია რომ ფინანსდება ასეთი კომენტარებისათვის. ზოგი ხმაში 15-20 ლარს იღებს, ზოგი კი ასე აქტიურობს ბიძინას პროპაგანდაში, რისთვისაც გასამჯელოს იღებს. ან კიდევ ერთი ვერსია არსებობს, იმდენი მძ..რი აქვს ნაჭამი რომ უბრალოდ ნაციონალების მოსვლის ეშინია, იმიტომ რომ იცის, არ შერჩება!!!

მე მჯერა მხოლოდ ნაციონალების!!! მათ ბევრი გააკეთეს და რომ დასცლებოდათ დღეს უკვე პენსია 400 ლარი იქნებოდა და კრიმინალები არ გააუთავებდნენ ჩვენდ ბებიებს და ბაბუებს მათი ღარიბული პენსიის ასაგლეჯად!
19 მარტი 2018 07:42
#4  ნინო
      
ნაციონალები ხელისუფლებაში ვერასდროს მოხვალთ, მაგრამ ფაქტია, რომ პენსიები ძალიან დაბალია და უნდა გიაზარდოს.
16 მარტი 2018 06:03
#3   ნატა
      
ციტატა: eka
ოღონდ ნაცები არ დაბრუნდენ ხელისუფლებაში და რაცა მაქვს იმ პენსიასაც არ ავიღებ.

აუ ეხლავე, რომ თქვა უარი? wink უკაცრვად მაგრამ, მონები იქნებ თქვენ პატრონ დედა რუსეთს მიებაროთ და გინდ პენსია მოუციათ და გინდ მილიარდები, ჩვენ ქვეყნის დაქცევას თავი, რომ დაანებოთ არა?
16 მარტი 2018 05:47
#2  ზურა
      
ნიკა მელია კარგი ლიდერია და კარგი პრეზიდენტი იქნებოდა, თუმცა მისი ერთი ყველაზე დიდი ნაკლია ის, რომ "ნაცია".
16 მარტი 2018 04:46
#1   eka
      
ოღონდ ნაცები არ დაბრუნდენ ხელისუფლებაში და რაცა მაქვს იმ პენსიასაც არ ავიღებ.
16 მარტი 2018 04:31
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი