ირაკლი ღარიბაშვილი უვიზო მიმოსვლაზე: პირველი იყო მოლდოვა, შემდეგ იქნება საქართველო
22-05-2015, 08:57

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ვიზის ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერებისგან მიიღო პოლიტიკური მესიჯი, რომ "პირველი იყო მოლდოვა, შემდეგ იქნება საქართველო".


მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ რიგის სამიტი საქართველოსთვის მნიშვნელოვანი და წარმატებული იყო და არსებობს საფუძველი, რომ საქართველოს მოქალაქეებს მომავალ წელს ევროპაში უვიზო მიმოსვლა შეეძლოთ.


"ჩვენს შემთხვევაში, როგორც პირად საუბრებში, ისე - საჯაროდ, ცალსახად დადასტურდა, რომ საქართველომ მიაღწია ძალიან მნიშვნელოვან პროგრესს. გერმანიის კანცლერი, საფრანგეთის პრეზიდენტი, ორმხრივ შეხვედრებზე ამას ერთხმად აღნიშნავენ. პროცესი, ვიზის ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით, ბევრად ადრე, წინა ხელისუფლების დროს უნდა დაწყებულიყო. მოლდოვამ ეს დაიწყო 2010 წელს და დღეს მათ უკვე აქვთ უვიზო მიმოსვლა. ჩვენმა ხელისუფლებამ დიდი ნახტომი გააკეთა. რა თქმა უნდა, ევროპაში არსებული სიტუაციის გათვალისწინებით, შეიძლება იდეალური არ იყოს დეკლარაცია ყველა ქვეყნისთვის, მაგრამ უკრაინა-რუსეთის დაძაბული ურთიერთობის გათვალისწინება გახდა აუცილებელი", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.


საქართველოს მთავრობის მეთაური დარწმუნებულია, რომ ტექნიკური პროცედურების დასრულება წლის ბოლომდე გახდება შესაძლებელი.


"პოლიტიკური გადაწყვეტილება მიღებულია, რომ შემდეგი არის საქართველო. პრაქტიკულად ეს უკვე დაადასტურეს ევროპელმა ლიდერებმა. ჩვენ გვაქვს საფუძველი, რომ მომავალ წელს ჩვენს მოქალაქეებს შეეძლოთ უვიზო მიმოსვლა ევროპაში. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ტექნიკური პროცედურები დროზე ადრე დავასრულოთ", - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი