შსს-მ ოჯახში ძალადობის ბრალდებით 11 პირი დააკავა
17-03-2018, 10:15

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

შინაგან საქმეთა სამინისტრო ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობის თითოეულ ფაქტზე მყისიერ და კანონის ფარგლებში, შესაბამის რეაგირებას ახდენს. 2 მარტიდან დღემდე, პოლიციამ შიდა ქართლში, სამცხე-ჯავახეთში, გურიასა და ქვემო ქართლში, ოჯახში ძალადობის ბრალდებით, 11 პირი დააკავა.

 

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გორის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა 1988 წელს დაბადებული გ.წ., ოჯახში ძალადობისა და თვითმკვლელობის ცდამდე მიყვანის ბრალდებით, გორში დააკავეს. მის მიერ ჩადენილი დანაშაული 1 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

 

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ცოლს - 1988 დაბადებულ ნ.კ.-ს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, რის შემდეგაც მან ყელისა და მაჯის არეში ბასრი საგნით დაზიანებები მიიყენა. ნ.კ. დაუყოვნებლივ იქნა გადაყვანილი გორის სამკურნალო დაწესებულებაში. ამ დროისთვის, მის ჯანმრთელობას საფრთხე აღარ ემუქრება.

 

 

დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

 

 

გამოძიება ოჯახში ძალადობისა და თვითმკვლელობის ცდამდე მიყვანის ფაქტებზე მიმდინარეობს, საქართველოს სსკ-ს 126-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით და 115-ე მუხლით.

 

 

სამართალდამცველებმა გორში კიდევ ერთი ოჯახში მოძალადე - 1991 წელს დაბადებული გ.ქ. დააკავეს, რომელმაც ორსულ მეუღლეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. მის მიერ ჩადენილი დანაშაული 1-დან 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

 

გამოძიება ოჯახის ერთი წევრის მიერ წინასწარი შეცნობით ორსული ქალის მიმართ ჩადენილი ძალადობის ფაქტზე მიმდინარეობს.

 

 

ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი