საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების დაფინანსების მიზნით მთავრობის სარეზერვო ფონდიდან 1 579 000 ლარი გამოიყოფა. აღნიშნულის შესახებ განკარგულება პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გამოსცა.
"საქართველოს დამოუკიდებლობის დღის - 26 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიების ორგანიზების სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2015 წლის 5 მაისის №907 განკარგულებით დამტკიცებული სამოქმედო გეგმის ფარგლებში განსახორციელებელი ზოგიერთი ღონისძიების დაფინანსების მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ, "საქართველოს 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებული, საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან, გამოუყოს 1 579 000 (ერთი მილიონ ხუთას სამოცდაცხრამეტი ათასი) ლარი, მათ შორის: ა) საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს – 625 000 (ექვსას ოცდახუთი ათასი) ლარი; ბ) საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციას - 385 000 (სამასოთხმოცდახუთი ათასი) ლარი; 2 გ) სსიპ - საზოგადოებრივ მაუწყებელს - 224 000 (ორას ოცდაოთხი ათასი) ლარი; დ) საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს - 50 000 (ორმოცდაათი ათასი) ლარი; ე) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას - 295 000 (ორას ოთხმოცდათხუთმეტი ათასი) ლარი", - ნათქვამია პრემიერ-მინისტრის 15 მაისით დათარიღებულ განკარგულებაში, რომელიც მთავრობის ოფიციალურ ვებ-გვერდზეა გამოქვეყნებული.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.