საქართველოსა და რუმინეთის მორაგბეთა ეროვნულ ნაკრებ გუნდებს შორის მატჩი „ბორჯღალოსნების“ გამარჯვებით, ანგარიშით 25:16 დასრულდა
18-03-2018, 17:52

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოსა და რუმინეთის მორაგბეთა ეროვნულ ნაკრებ გუნდებს შორის თბილისში, ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნულ საფეხბურთო სტადიონზე გამართული მატჩი „ბორჯღალოსნების“ გამარჯვებით, ანგარიშით  25:16 დასრულდა.


„ბორჯღალოსნებმა“ რუმინეთის დამარცხებით რაგბი ევროპის ჩემპიონობა მოიპოვეს და ანთიმოზ ივერიელის თასი დაიბრუნეს.



ქართველებმა 3-ქულიანი უპირატესობა თამაშის მე-8 წუთზე, სოსო მათიაშვილის მიერ შესრულებული საჯარიმო დარტყმის შედეგად მოიპოვეს, რასაც მალევე, რუმინელების მხრიდან ასევე ჯარიმის ზუსტი შესრულება და ანგარიშის გათანაბრება მოჰყვა, თუმცა 22-ე წუთზე ლაშა ლომიძის მიერ დადებული ლელოსა და სოსო მათიაშვილის გარდასახვის ზუსტად შესრულების წყალობით, ანგარიში 10:6 გახდა, მე-40 წუთზე კი რუმინელებმა მორიგი ჯარიმა გაიტანეს და შეხვედრის პირველი ნახევარი, ანგარიშით 10:6 დასრულდა.

 


„ბორჯღალოსნებმა“ მე-2 ნახევრის დაწყებიდანვე მოახერხეს მორიგი ლელოს გატანა (ლელოს ავტორი ანზორ სიჭინავა), მათიაშვილმა კი ამჯერადაც ზუსტად შეასრულა გარდასახვა და ანგარიშში 11 ქულიანი სხვაობა დაფიქსირდა, 47-ე წუთზე კი ისევ მათიაშვილის მიერ ზუსტად შესრულებული ჯარიმის წყალობით ანგარიშში 14-ქულიანი უპირატესობა იქნა მოპოვებული - ანგარიში 20:6 გახდა.


62-ე წუთზე კი ქართველების დაჯარიმების შემდეგ, ლაიკუმ ჯარიმა ზუსტად შეასრულა და ანგარიში 20:9 გახდა.


72-ე წუთზე ლელო კახა ასიეშვილმა გაიტანა და „ბორჯღალოსნები“ 16 ქულით დაწინაურდნენ. მათიაშვილის გარდასახვა კი ამჯერად არაზუსტი აღმოჩნდა, რის გამოც ანგარიში 25:9 დარჩა.

 

 

მატჩის მიწურულს რუმინელებმა ლელოს დადება შეძლეს, გარდასახვაც ზუსტად შეასრულეს, თუმცა თამაში საბოლოოდ მაინც ქართველების გამარჯვებით, ანგარიშით 20:16 დასრულდა.

 

 

ქართველი მორაგბეები სტადიონზე თეთრი მაისურებით გამოვიდნენ, რომელზეც ცხინვალში გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვლილი არჩილ ტატუნაშვილის გვარი ეწერა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი