სასამართლომ ოჯახური დანაშაულის ჩადენაში ბრალდებული დამნაშავედ სცნო
20-03-2018, 10:22

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

სასამართლომ ოჯახური დანაშაულის ჩადენაში ბრალდებული დამნაშავედ სცნო. აღნიშნულთან დაკავშირებით მთავარი პროკურატურა განცხადებას ავრცელებს.

 

 

„ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ოჯახში ძალადობაში, ოჯახის წევრების მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარასა და ცეცხლის წაკიდებით ოჯახის წევრების ქონების დაზიანებასა და განადგურებაში ბრალდებული ბ.ჭ. დამნაშავედ სცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით, 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით და 111,187-ე მუხლის მეორე ნაწილით.

 


სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2018 წლის 4 იანვარს, ღამის საათებში, ზუგდიდის რაიონის სოფელ ორსანტიაში ბ.ჭ.-მ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, მეუღლის დედის - ფ.ჭ.-ს მიმართ განახორციელა ძალადობა, რა დროსაც მუშტი დაარტყა. ბ.ჭ.-ს ქმედებით ფ.ჭ.-მ ფიზიკური ტკივილი განიცადა.

 


აღნიშნულის შემდგომ, ბ.ჭ. სანადირო თოფის და დანის დემონსტრირებით, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მეუღლეს - ნ.რ.-ს და ფ.ჭ.-ს, რა დროსაც მათ მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში გაუჩნდათ, ხოლო მოგვიანებით ნ.რ.-ს ტანსაცმელს და ფეხსაცმელებს, ასევე ფ.ჭ.-ს კუთვნილ საოჯახო ნივთებს ცეცხლი წაუკიდა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ბ.ჭ.-ს ქმედებით ნ.რ.-ს 4030 ლარის, ხოლო ფ.ჭ. -ს 3855 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი მიადგა.

 


სამართალდამცველებმა ბ.ჭ. იმავე დღეს ზუგდიდის რაიონის სოფელ დარჩელში დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (ოჯახში ძალადობა), 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით (ოჯახის წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა) და 111,187-ე მუხლის მეორე ნაწილით (ცეცხლის წაკიდებით ოჯახის წევრის ნივთის დაზიანება და განადგურება) წარედგინა.

 


ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ ბ.ჭ. სრულად სცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებებში და დანაშაულთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად 4 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა", აღნიშნულია პროკურატურის განცხდებაში.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი