აშშ-ში, საზღვაო ქვეითთა თამაშებში, დაშავებულმა ქართველმა სამხედროებმა 7 მედალი მოიპოვეს
20-03-2018, 14:08

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

აშშ-ში, ჩრდილოეთ კაროლინას შტატის სამხედრო ბაზაზე „კემპ ლეჟონი“ მიმდინარე საზღვაო ქვეითთა თამაშებში დაშავებულმა ქართველმა სამხედრო მოსამსახურეებმა უკვე 7 მედალი მოიპოვეს. 10 კმ. მანძილზე ხელის ველოსიპედით შეჯიბრში 2 სამხედრო მოსამსახურე - ალუდა სეთურიძე და დავით ნარეშელაშვილი ოქროს მედალოსანი გახდა, ჯიმშერ ჩხენკელი - ვერცხლის მედალოსანი, ხოლო ალიკა გითოლენდიამ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

 


თავდაცვის სამინისტროს ცნობით, დაშავებულმა ქართველმა სამხედროებმა ტრენაჟორით ნიჩბოსნობაშიც იასპარეზეს და 3 ვერცხლის მედალი აიღეს.

 


საზღვაო ქვეითთა თამაშები ჩრდილოეთ კაროლინას შტატის სამხედრო ბაზაზე „კემპ ლეჟონი“ 12 მარტს ოფიციალურად გაიხსნა. ცერემონიაზე მონაწილეებს სიტყვით აშშ-ის საზღვაო ქვეითი ძალების გენერალმა გლენ ვოლტერსმა მიმართა და დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეებს წარმატებები უსურვა. შეჯიბრში აშშ-დან, ავსტრალიიდან, კოლუმბიიდან, საფრანგეთიდან, საქართველოდან, გერმანიიდან და გაერთიანებული სამეფოდან დაჭრილი და დაშავებული 173 სამხედრო მოსამსახურე სპორტის 7 სხვადასხვა სახეობაში ასპარეზობს.

 


ტურნირის ფარგლებში სხვადასხვა საბრძოლო მოქმედებებში დაჭრილ და დაშავებულ ქართველ სამხედრო მოსამსახურეებს სირბილისა და მჯდომარე კალათბურთის შეჯიბრშიც მოუწევთ მონაწილეობა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი