ნიკა მელია: „5 საათი გვევაჭრა და 5 მილიონ ლარზე დანებდა... გუშინ ივანიშვილს ნიღაბი ბოლომდე ჩამოეხსნა“
21-03-2018, 11:45

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ დმანისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე 16 ჰა მიწის შესახებ სამშაბათს ჩატარებულ აუქციონს ეხმაურება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია და აცხადებს, რომ „გუშინ ივანიშვილს ნიღაბი ბოლომდე ჩამოეხსნა“.

 


„ივანიშვილმა 1 ლარად წაიღო პუშკინის სკვერი, თეთრებში წაიღო 28 ჰექტარი ბოტანიკური ბაღის ტერიტორია, თეთრებში მიიტაცა მწვანე კონცხი და სხვა ეროვნული სიმდიდრე.

 


გუშინ კი ‘საყდრისის დაცვის’ წევრებმა და ოპოზიციამ 15 000 ლარად აღარ გაატანა 16 ჰა ტყის მასივი - 5 საათი გვევაჭრა და 5 მილიონ ლარზე დანებდა.

 


თურმე უღირდა მილიონების გადახდა იმაში რაც აუქციონზე ეკონომიკის სამინისტროს 15 000 ლარად გამოატანინა, მაგრამ 5 მილიონ ლარზე მეტი ვეღარ გაიმეტა. წარმოიდგინეთ, 15 000 ლარიდან 5 მილიონ ლარამდე ივაჭრა.

 


მოკლედ გუშინ ივანიშვილს ნიღაბი ბოლომდე ჩამოეხსნა“, წერს ნიკა მელია Facebook-ის საკუთარ გვერდზე.

 

 

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ დმანისის ტერიტორიაზე არსებული 16 ჰა მიწის ნაკვეთზე გამოცხადებულ აუქციონში 14 პოლიტიკური პარტიისაგან შემდგარმა „დმანისის გადარჩენის ფონდმა“ მოიგო.

 


აღნიშნული ტერიტორია 5 მილიონ 56 000 ლარად იჯარით გაიცა. „დმანისის გადარჩენის ფონდმა“ 45 დღეში უნდა გადარიცხოს შესაბამისი თანხა ეკონომიკის სამინისტროს ანგარიშზე.

 

 

გუშინდელ აუქციონში „არ-ემ-ჯი გოლდი“, „დმანისის გადარჩენის ფონდი“ და ჯერჯერობით უცნობი მესამე დაინტერესებული პირი მონაწილეობდა.

 

 

კომენტარები: 3
#3   შალვა
      
ბიძინა ბოლო საუკუნეების ყველაზე დიდი.მტერია.საქართველოსი
23 მარტი 2018 01:09
#2   ვასილი
      
14 პარტია.....რა ჯანდაბის პარტიები ხართ.ან რას ესმასახურებით მუქთა ღორებო.ყველანი დასაჭერი ხართ.
მუქთა ღორები და მოღალატეები.
21 მარტი 2018 18:38
#1   თამაზ
      
მშვენიერი შედეგია... გადაიხადონ "სამშობლოს გულის სიღრმემდე მოყვარულმა" პარტიებმა ეს მიზერული თანხა "სამშობლოს გადასარჩენად"..
21 მარტი 2018 07:10
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი