სასამართლომ განზრახ მკვლელობის მცდელობასა და ძალადობაში ბრალდებულს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
21-03-2018, 12:20

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

სასამართლომ განზრახ მკვლელობის მცდელობასა და ძალადობაში ბრალდებულს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ამის შესახებ მთავარი პროკურატურა განცხადებას ავრცელებს.

 

 

„ხელვაჩაურის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განზრახ მკვლელობის მცდელობასა და ორი პირის მიმართ ჩადენილ ძალადობაში რ.ზ. დამნაშავედ სცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით და 126-ე მუხლის 11 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით.

 


სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2017 წლის 30 ივნისს, ქ. ბათუმში, ტაოს ქუჩის მიმდებარედ გზის სავალ ნაწილზე, რ.ზ.-მ პირადი უთანხმოების საფუძველზე დაწყებული კონფლიქტისას, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ნ.ზ.-ს და რ.ზ.-ს, ხოლო გასაშველებლად მისულ ბ.ა.-ს, განზრახ მოკვლის მიზნით, დანით გულმკერდის არეში მიაყენა ჭრილობა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. გადაუდებელი სამედიცინო დახმარების შედეგად დაზარალებული ბ.ა. სიკვდილს გადაურჩა.

 


სამართალდამცველებმა მიმალვაში მყოფი რ.ზ. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა ჯოჭოში 2017 წლის 2 ივლისს დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობის მცდელობა) და 126-ე მუხლის 11 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით (ძალადობა ჩადენილი ორი პირის მიმართ) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

 


ხელვაჩაურის რაიონულმა სასამართლომ რ.ზ. სრულად სცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებებში და სასჯელის სახედ და ზომად 7 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა", ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი