რასმუსენი გერმანიის სცენარს საქართველოსთვის მიუღებლად მიიჩნევს და აცხადებს, რომ შეუძლებელია საქართველოს ნატოში გაწევრიანება ისე, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე დროებით მაინც არ გავრცელდეს ალიანსის მე-5 მუხლი
21-03-2018, 12:51

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ანდერს ფოგ რასმუსენი აცხადებს, რომ შეუძლებელია საქართველოს ნატოში გაწევრიანება ისე, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე დროებით მაინც არ გავრცელდეს ალიანსის წესდების მე-5 მუხლი, რადგან, როგორც ნატოს-ს ყოფილი გენერალური მდივანი მიიჩნევს, ამგვარი სცენარის, მე-5 მუხლის გაუვრცელებლობის შემთხვევაში, შესაძლოა, გაჩნდეს იმის მინიშნების საფრთხე, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები - აფხაზეთი და ე.წ. სამხრეთ ოსეთი დაკარგულია.

 


რასმუსენი, რომელიც ნატოს გენერალური მდივანი 2009-2014 წლებში იყო, თვლის, რომ ამ კონტექსტში გერმანიის მაგალითის მოყვანა არამართებულია.

 


„ჩვენ არ ვაღიარებთ აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას. ეს ტერიტორიები ოკუპირებულია. ასე რომ, შეუძლებელია საქართველოს ნატოში გაწევრიანება ისე, რომ ამ ტერიტორიებზე დროებით მაინც არ გავრცელდეს მე-5 მუხლი. შეიძლება ვიდავოთ, რომ წარსულში არსებობდა მსგავსი პრეცედენტი და მაგალითად გერმანია მოვიყვანოთ, მაგრამ გერმანიის შემთხვევაში ცოტა განსხვავებული მდგომარეობა იყო. აღმოსავლეთ გერმანია არ იყო ოკუპირებული ისე, როგორც ოკუპირებული აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი. რთული საკითხია, მაგრამ ჩემი ხედვა ასეთია: საქართველოს შემთხვევაში ეს ვარიანტი არ იქნება შესაძლებელი, რადგან არ გაჩნდეს მინიშნების საფრთხე, რომ ეს ტერიტორიები დაკარგულია. არ მგონია, საქართველოსთვის ეს მისაღები იყოს“, განაცხადა ანდერს ფოგ რასმუსენმა ბრიუსელში საკითხის გარშემო მიმდინარე დისკუსიისას.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი