„ცხინვალის რეჟიმის საქციელი სასტიკია, რატომ ჰყავდათ დატყვევებული ქართველი ჯარისკაცის ცხედარი კვირების განმავლობაში?!“ - იან კელი საქართველოს ხელისუფლებას ჟენევაში განსაკუთრებული სიფრთხილისკენ მოუწოდებს
21-03-2018, 16:03

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]


მნიშვნელოვანია, რომ ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატში შეთანხმება მოხდეს იმის მიხედვით, თუ რა იქნება საქართველოს ინტერესების, მისი ტერიტორიული მთლიანობისა და სუვრენიტეტისთვის მნიშვნელოვანი, განაცხადა ჟენევის მოლაპარაკებების ერთ-ერთი მთავარი მონაწილე ქვეყნის, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა იან კელიმ „რუსთავი 2“-თან საუბრისას.

 


კელის განმარტებით, თუკი ჟენევის ფორმატში მიღებული ახალი დეკლარაცია ან დოკუმენტი ხელს შეუწყობს ხელოვნური საზღვრების, ე.წ. მავთულხლართების და ოკუპაციის შემცირებას, ასეთ შემთხვევაში შეიძლება რომ დაეთანხმოს საქართველოს ხელისუფლება რუსეთთან მოლპარაკებას, მაგრამ თუკი ეს არ იქნება მიმართული საქართველოს ინტერსების სასარგებლოდ, მისი დეოკუპაციისკენ და თუკი ხელს არ შეუშლის ისეთ მძიმე ტრაგედიას, როგორიც ეს იყო არჩილ ტატუნაშვილის შემთხვევაში, მაშინ იან კელი საქართველოს ხელისუფლებას განსაკუთრებული სიფრთხილის გამოჩენას ურჩევს.

 


„როდესაც ვსაუბრობთ ყველა მხარის დაპირებებზე ძალის გამოუყენებლობის შესახებ, მნიშვნელოვანია ნდობა. სამწუხაროდ, ცხინვალის რეჟიმის საქციელი სასტიკია. რატომ ჰყავდათ დატყვევებული ქართველი ჯარისკაცის ცხედარი კვირების განმავლობაში?! ასეთი საქციელი ნდობას ხელს ვერ შეუწყობს. ვიმედოვნებ, რომ ჟენევის პროცესში პროგრესია და არსებობს ტექსტიც, რომელზეც შეიძლება რომ ყველამ თანხმობა განაცხადოს, მაგრამ ნუ დაგვავიწყდება, რაც გააკეთა ოსურმა მხარემ.

 


„დიპლომატებს გვაქვს ასეთი გამოთქმა: არაფერია შეთანხმებული, სანამ ყველაფერი არ იქნება შეთანხმებული. სანამ ყველა მხარისთვის არ იქნება მისაღები ტექსტი, შეთანხმებაც არ იქნება მიღწეული. ჩვენ ვნახეთ ტექსტის რამდენიმე ვარიანტი. ვნახოთ რა მოხდება ჟენევაში, მაგრამ რამდენადაც ვიცი, ამ ეტაპზე ტექსტზე შეთანხემბა ჯერ მიღწეული არ არის“, განაცხადა იან კელიმ.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი