გრიგოლ ვაშაძე არჩილ ტატუნაშვილის ტრაგედიის ფონზე ამორალურობად მიიჩნევს რუსეთთან ჟენევის ფორმატაში განსახილველ დეკლარაციაზე საუბარს
21-03-2018, 17:04

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი, გრიგოლ ვაშაძე ჟენევის კონსულტაციებზე რუსეთის მიერ გაჟღერებული ძალის გამოუყენებლობის შესახებ დეკლარაციის მიღებას დაუშვებლად მიიჩნევს და არჩილ ტატუნაშვილის ტრაგედიის ფონზე, რუსეთის ფედერაციასთან საუბარს „სრულ ამორალურობად“ აფასებს.

 


ვაშაძე ამტკიცებს, რომ საქართველოს დელეგაციამ რუსეთის მიმართ მთავარი მოთხოვნა მოხსნა, რაც ცალმხრივად ძალის გამოუყენებლობის საერთაშორისო ვალდებულების აღება იყო.

 


„რუსული პრესა რუსულ დიპლომატიურ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, რომ ამ თვის ბოლოს დაგეგმილ ჟენევის კონსულტაციების რაუნდზე და შემდეგ ციტატა: საქართველო, აფხაზეთის რესპუბლიკა, სამხრეთ ოსეთის ე.წ. რესპუბლიკა, რუსეთის ფედერაცია, შეერთებული შტატები და ჟენევის კონსულტაციების თანათავმჯდომარეები მიიღებენ დეკლარაციას, რომელშიც ჟენევის კონსულტაციებში მონაწილე ყველა მხარე უარს იტყვის ერთმანეთთან ურთიერთობაში ძალის გამოყენებაზე. ამ დეკლარაციით, ჩვენ სამწუხაროდ, საქართველომ, საქართველოს დელეგაციამ მისცა რუსეთის ფედერაციას საშუალება, პროპაგანდისტულად გამოიყენოს ეს დეკლარაცია და სადაც საჭიროა ამტკიცოს, რომ მას აღარ სჭირდება უკვე ცალმხრივად საერთაშორისო ვალდებულების აღება ძალის არგამოყენების შესახებ და სადაც საჭირო არის, თავისთვის, რა თქმა უნდა, ამტკიცოს რომ ეს დეკლარაცია საერთაშორისო სამართლებრივი თვალსაზრისით სავალდებულო ხასიათს არ ატარებს. იმ ფონზე, როდესაც გიგა ოთხოზორიას და განსვენებული არჩილ ტატუნაშვილის, ვის ოჯახსაც პირადად მე და პარტია უსამძიმრებს, ვიზიარებთ ღრმა მწუხარებას ამ საშინელი ტრაგედიის გამო, ამ ფონზე რუსეთის ფედერაციასთან მსგავს დოკუმენტებზე საუბარი არის სრული ამორალურობა“, განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი