არჩილ თალაკვაძე: რუსეთთან მოლაპარაკებები ჟენევის ფორმატში უნდა გაგრძელდეს, მაგრამ საქართველო რუსეთთან მოლაპარაკებებში მარტო დარჩენას არ აპირებს
21-03-2018, 17:42

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე მიიჩნევს, რომ რუსეთთან მოლაპარაკებები ჟენევის ფორმატში უნდა გაგრძელდეს, რადგან მისი თქმით, „ჟენევის ფორმატი ყველაზე მნიშვნელოვანი საერთაშორისო ფორმატია, სადაც ჩვენ მხარეებთან მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ".

 


„როგორც იცით, ჟენევის მოლაპარაკებებში ხელშესახები შედეგების მიღწევა ძალიან რთულია იმის გამო, რომ რუსეთის ფედერაციის მხრიდან გადაწყვეტილების მიმღები პირების მონაწილეობა ნულოვანი ან ძალზეც დაბალია. ასევე, რუსეთი დღემდე იმ შეთანხმებას არ ასრულებს, რომელიც 2008 წელს აქვს აღებული. თუ ჟენევის ფორმატში, გადაწყვეტილების მიმღებ პირთა ჩართულობით რაიმე საუბარი შედგება, პირველ რიგში ეს საუბარი შეეხება იმას, რომ რუსეთმა ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულებით გათვალისწინებული მოთხოვნები შეასრულოს. ბუნებრივია, ჟენევის ფორმატი შენარჩუნებული იქნება, რაც ჩვენთვის მნიშვნელოვანი საერთაშორისო მექანიზმია და ჩვენი მოლოდინი და მცდელობა, რომ ჟენევის ფორმატში უფრო მეტი და მნიშვნელოვანი საკითხები გადაიჭრას, რაც სახელმწიფოს ინტერესებშია.

 

 

რუსეთთან მოლაპარაკებები ჟენევის ფორმატში უნდა გაგრძელდეს და რა თქმა უნდა, გაგრძელდება, მაგრამ რუსეთთან მოლაპარაკებებში საქართველო მარტო დარჩენას არ აპირებს, რადგან მიგვაჩნია, რომ ამ ფორმატში ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის მონაწილეობა ძალიან მნიშვნელოვანია, რათა საქართველო მარტო არ დარჩეს იქ, სადაც სიმართლე სრულად ჩვენს მხარესაა“, განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი