პარლამენტმა „რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ადამიანის უფლებების უხეში დარღვევისა და „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის“ შესახებ“ რეზოლუცია მიიღო
21-03-2018, 17:53

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

პარლამენტმა, პლენარულ სხდომაზე, 106 ხმით მიიღო რეზოლუცია „რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ადამიანის უფლებების უხეში დარღვევისა და „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის“ შესახებ“.

 

 

პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, პროექტი სხდომაზე საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ წარადგინა. მან, პირველ რიგში, სამძიმარი გამოუცხადა ტრაგიკულად დაღუპულ არჩილ ტატუნაშვილის ოჯახს.

 

 

„პირველ რიგში, მინდა სამძიმარი გამოვუცხადო არჩილ ტატუნაშვილის ოჯახს. ეს არის უმძიმესი დანაკარგი ოჯახისთვის და მთელი ქვეყნისთვის. რა თქმა უნდა, ჩვენს მიერ ინიცირებული რეზოლუციაც, პირველ რიგში, სწორედ, ამ საკითხს ეხმიანება. ჩვენ ვაკეთებთ ძალიან მკაცრ და პრინციპულ შეფასებებს მომხდართან დაკავშირებით, ვინაიდან საქმე გვაქვს ადამიანის უფლებების ძალიან უხეშ დარღვევასთან. ეს არ არის პირველი ფაქტი ოკუპირებულ რეგიონებში, როდესაც ჩვენი თანამოქალაქეების მიმართ ხდება სიცოცხლის ხელყოფა, თავისუფლების ხელყოფა და ადამიანის უფლებათა სხვა მძიმე დარღვევები“, განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

 

 

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მადლობა გადაუხადა ყველა პოლიტიკურ ძალას, რომელიც ჩართული იყო რეზოლუციის პროექტის მომზადების პროცესში.

 

 

„მსურს მადლობა გადავუხადო ყველა იმ პოლიტიკურ ძალას, რომელიც ჩართული იყო რეზოლუციასთან დაკავშირებულ კონსულტაციებში, ყველა ჩემს კოლეგას იმისათვის, რომ საბოლოო ჯამში მოხერხდა რეზოლუციის ტექსტთან დაკავშირებით ყველა მთავარ პრინციპზე შეთანხმება. მისასალმებელია, რომ ჩვენ მიერ ინიცირებულ რეზოლუციას ექნება უმცირესობის მხარდაჭერაც“, აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.

 

 

მისივე თქმით, ხელისუფლებამ და საერთაშორისო ორგანიზაციებმა ყველაფერი გააკეთეს იმისათვის, რომ ცხედარი ოჯახს დაბრუნებოდა, რაც შესაძლებელი 28 დღის დაგვიანებით გახდა.

 

 

არჩილ თალაკვაძემ ისაუბრა იმ მოთხოვნებზე, რომლებიც პარლამენტის რეზოლუციაშია ასახული.

 

 

„რეზოლუციაში ასახულია ის მოთხოვნები, რომელიც უკავშირდება ამ ფაქტზე საფუძვლიანი გამოძიების ჩატარებას, რომელიც უკავშირდება ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო მექანიზმების დაშვებას და უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნას, რომელიც რუსეთთან 2008 წელს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებაშია ასახული. რა თქმა უნდა, რუსეთს როგორც ოკუპირებულ ტერიტორიაზე სრული კონტროლის განმახორციელებელ მხარეს, ეკისრება პასუხისმგებლობა იმ დარღვევებთან დაკავშირებით, რომელიც ამ რეგიონებში ხდება. ჩვენ გავაგრძელებთ ძალისხმევას, გამოვიყენებთ ყველა საერთაშორისო ფორმატს, საერთაშორისო სამართლის ყველა ინსტრუმენტს იმისათვის, რომ ადამიანის უფლებათა დაღრვევებზე და ვითარებაზე, რომელიც ორივე ოკუპირებულ რეგიონშია, პასუხები იქნას რუსეთის ფედერაციის მხიდან გაცემული“, აღნიშნა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა.

 

 

არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რომ მიუხედავად მომხდარისა, ხელისულების მიზანი კვლავ რჩება უზრუნველყოს ქვეყნის პროგნოზირებადი, მშვიდობიანი განვითარება და მომავალი.

 

 

„მინდა ცალსახად განვაცხადო, რომ ჩვენი სახელისუფლებო გუნდის პოლიტიკა და მიდგომა ამ პრობლემებთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, კვლავ განუხრელად რჩება პრაგმატული და ჩვენი მთავარი მიზანი არის იგივე, რაც საქართველოს თითოეული მოქალაქის - საქართველომ გააგრძელოს მშვიდობიანი განვითარება, საქართველომ გააგრძელოს საკუთარი მიღწევების კონსოლიდაცია და ხელისუფლებამ უზრუნველყოს თითოეული მოქალაქის უსაფრთხოება, ქვეყნის უსაფრთხოება და ქვეყნის პროგნოზირებადი, მშვიდობიანი განვითარება და მომავალი. ეს არის ჩვენთვის ყველაზე მთავარი ღირებულება“, აღნიშნა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი