ძალიან მნიშვნელოვანია საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდში ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლობის უზრუნველყოფა, აღნიშნული განცხადება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ გააკეთა.
როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, სამაუწყებლო კომპანიის საქმიანობაში უმნიშვნელოვანესი მიმართულება სწორედ ეროვნული უმცირესობების ინტერესების რეალიზაციაა.
„ძალიან მნიშვნელოვანია საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდში ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლობის უზრუნველყოფა გამომდინარე იქიდან, რომ ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულება საზოგადოებრივი მაუწყებლის საქმიანობაში არის ზუსტად ეროვნული უმცირესობების ინტერესების რეალიზაცია, მათი უფლებების კიდევ უფრო მყარად დაცვაზე ზრუნვა. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია ასეთი წარმომადგნელობა. თუ იქნება ასეთი შეხვედრის სურვილი, მზად ვარ ეს განვიხილო“, განაცხადა კობახიძემ, როგორც ამას პარლამენტის პრესსამსახური იუწყება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.