ირაკლი კობახიძე: პარლამენტის მიერ დამტკიცებული რეზოლუცია არის რუსეთთან მიმართებით საქართველოს ხელისუფლების პრაგმატული პოლიტიკის კიდევ ერთი გამოხატულება
21-03-2018, 19:26

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პარლამენტმა არჩილ ტატუნაშვილთან დაკავშირებული რეზოლუციის პროექტი 106 ხმით მიიღო.

 

 

კენჭისყრის პროცედურის დასრულების შემდეგ, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ რეზოლუციასთან დაკავშირებით საგანგებო ბრიფინგი გამართა.

 

 

„დღეს საქართველოს პარლამენტმა ფართო კონსენსუსით მიიღო უმნიშვნელოვანესი რეზოლუცია რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების უხეში დარღვევის შესახებ.

 

 

ამ რეზოლუციაში ასახულია ჩვენი მკაფიო ხედვა და მიდგომა რუსეთ-საქართველოს კონფლიქტთან და ჩვენი ისტორიული რეგიონების ოკუპაციასთან დაკავშირებით.

 

 

ჩვენ რეზოლუციით კიდევ ერთხელ გამოვხატეთ ჩვენი დამოკიდებულება და დავგმეთ:

 

 

რუსეთის ფედერაციის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაცია;

 


ჩვენი ისტორიული რეგიონების ფაქტობრივი ანექსიისკენ გადადგმული ნაბიჯები;

 


აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის იზოლაცია და ე.წ. საზღვარზე ხელოვნური ბარიერების აღმართვა;

 


ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების უხეში დარღვევა:

 


ჩვენი მოქალაქეების - გიგა ოთხოზორიას და არჩილ ტატუნაშვილის სიცოცხლის ხელყოფა;

 


ქართული სოფლების განადგურება, ქართული ეკლესიების დაზიანება, ოკუპირებულ ტერიტორიებზე ქართული კვალის წაშლის მცდელობა;

 


ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ბავშვებისთვის ქართულ ენაზე განათლების მიღების შესაძლებლობის წართმევა;

 


იძულებით გადაადგილებულ პირთა უფლებების დარღვევა.

 


რეზოლუციით ჩვენ კიდევ ერთხელ მოვითხოვეთ რუსეთის ფედერაციისგან:

 

 

ხელი არ შეუშალოს გამოძიების ჩატარებას არჩილ ტატუნაშვილის სიცოცხლის ხელყოფასთან დაკავშირებით;

 


ხელი არ შეუშალოს სამართლის აღსრულებას გიგა ოთხოზორიას მკვლელის მიმართ;

 


შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება;

 


შეწყვიტოს ჩვენი ისტორიული რეგიონების უკანონო ოკუპაცია და გააუქმოს მათი ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ გადაწყვეტილებები;

 


შეაჩეროს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაცია;

 


კონსტრუქციულად ჩაერთოს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში;

 


უზრუნველყოს აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში უსაფრთხოების მექანიზმების შექმნა და იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნება;

 


უზრუნველყოს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის შესვლა ოკუპირებულ ტერიტორიებზე;

 


რეზოლუცია ასევე ითვალისწინებს „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის“ დამტკიცებას, რომელშიც შეყვანილი იქნებიან საქართველოს მოქალაქეთა მკვლელობაში, გატაცებაში, წამებასა და არაჰუმანურ მოპყრობაში, ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებაში, აგრეთვე ამ დანაშაულთა დაფარვაში ბრალდებული და მსჯავრდებული პირები. ამ პირთა მიმართ უზრუნველყოფილი იქნება როგორც შიდასახელმწიფოებრივი, ისე საერთაშორისო სანქციებისა და შეზღუდვების ამოქმედება.

 

 

რამდენიმე დღის წინ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გააკეთა საჯარო განცხადება, რომლითაც:

 

 

კიდევ ერთხელ გამოითქვა რუსეთის ფედერაციასთან დიალოგის მზადყოფნა რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის დარეგულირებასთან დაკავშირებით;

 


მათ შორის გამოითქვა ჟენევის ფორმატის გააქტიურების მზადყოფნა და სურვილი;

 


გამოითქვა აფხაზებთან და ოსებთან ურთიერთობების გაღრმავების მზადყოფნა საოკუპაციო ხაზის სხვადასხვა მხარეს მცხოვრებ ადამიანებს შორის ნდობის აღდგენის უზრუნველსაყოფად.

 


სწორედ ამ სულისკვეთებასა და მიზნებს ეფუძნება დღეს საქართველოს პარლამენტის მიერ დამტკიცებული რეზოლუციაც.

 

 

სამწუხაროდ, პრემიერ-მინისტრის განცხადება გახდა ოპონენტების მხრიდან არასწორი ინტერპრეტაციისა და პოლიტიკური სპეკულაციის საგანი. ოპონენტებმა სცადეს პრემიერ მინისტრის განცხადების წარმოჩენა „ქართული ოცნების“ კურსისა და მიდგომის ცვლილებად, რასაც არ ქონდა არავითარი საფუძველი.

 

 

დღეს საქართველოს პარლამენტის მიერ დამტკიცებულმა რეზოლუციამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ჩვენი პოლიტიკა, პრიორიტეტები, პრინციპები და ღირებულებები, რომელსაც ეფუძნებოდა პრემიერ-მინისტრის განცხადებაც, არის უცვლელი.

 

 

როგორც პრემიერ მინისტრის განცხადება, ისე დღეს პარლამენტის მიერ დამტკიცებული რეზოლუცია არის რუსეთთან მიმართებით საქართველოს ხელისუფლების პრაგმატული პოლიტიკის კიდევ ერთი გამოხატულება, რომლის მიზანია ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებისა და სტაბილური განვითარების უზრუნველყოფა და ჩვენი ეროვნული ინტერესების დაცვა.

 


აქვე, ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენ გვაქვს ძალიან მკაფიო წითელი ხაზები რუსეთთან მიმართებით პრაგმატული პოლიტიკის განხორციელებისას. ეს წითელი ხაზები დაკავშირებულია ჩვენი ისტორიული რეგიონების დეოკუპაციასთან და საქართველოს მიერ აღებულ დასავლურ კურსთან. აღნიშნული წითელი ხაზები კიდევ ერთხელ მკაფიოდ არის დაფიქსირებული პარლამენტის მიერ დღეს დამტკიცებულ რეზოლუციაში.

 

 

მე მინდა მადლობა გადავუხადო თითოეულ დეპუტატს - საპარლამენტო უმრავლესობისა და საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებს, რომლებმაც მხარი დაუჭირეს საპარლამენტო რეზოლუციას და მინდა გამოვხატო რწმენა, რომ რეზოლუციაში ასახული ჩვენი ეროვნული მიზნები და ამოცანები აუცილებლად შესრულდება,” განაცხადა ირაკლი კობახიძემ, როგორც ამას პარლამენტის პრესსამსახური იტყობინება.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი