ნიკა მელიამ დმანისში განაცხადა, რომ დამფრთხალი ივანიშვილი დმანისიდან და ბოლნისიდან ასობით მილიონ დოლარს უკვე ვეღარ წაიღებს
22-03-2018, 12:12

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა ნიკა მელიამ სოფელ დიდ დმანისში მოსახლეობასთან შეხვედრისას განაცხადა, რომ ბოლნისსა და დმანისში კლანური მმართველობაა და მოსახლეობა ტერორის ქვეშ იმყოფება და ტერორის განმხორციელებელი „არ-ემ-ჯი გოლდი“, და მათი დავალებით მოქმედი ადგილობრივი ხელისუფლებაა.

 

 

მან თქვა, რომ ოქროს მწარმოებელი კომპანია, მის რიგებში ჩართული „ზონდერ-ჯგუფები“ და მის უკან მდგომი ბიძინა ივანიშვილი ასობით მილიონ დოლარს რეგიონიდან უკვე ვეღარ წაიღებს, რადგან პროცესში პოლიტიკური პარტიები და მოსახლეობა აქტიურად ჩაერთვება.

 

 

მელია დმანისის საკრებულოს „ქართული ოცნების“ დეპუტატის აკოფაშვილის დასჯას ითხოვს, რომელსაც ადგილობრივი მოსახლეობა ტერორში ადანაშაულებს. მელიამ ადგილობრივები გაამხნევა და უთხრა: „ხვალაც, ზეგაც, მაზეგაც ვიქნებით აქ“.

 

 

„ბოლნისის და დმანისის პრობლემა აღარ იქნება მხოლოდ ბოლნისელების და დმანისელების. ხალხი ჰყავთ დატერორებული. აქ არის კლანური მმართველობა და არ არსებოს არც პოლიცია, არც პროკურატურა. ბიძინა ივანიშვილისთვის, მოდით ვთქვათ, ყველაზე სარფიანი ბიზნესი, რაც კი არსებობს საქართველოში, სადაც შოულობს ყველაზე დიდ ფულს, დიახაც არის დმანისი და ბოლნისი. მისთვის ეს ბიზნესი არის ყველაზე მაღალშემოსავლიანი და აქ ჩვენ მისთვის ვუფათურებთ მის საქმეში და მის მილიონებში ხელებს და ასე გაგრძელდება, იმიტომ, რომ დანაშაულებს სჩადის ყოველდღიურ რეჟიმში“, განაცხადა მელიამ და დაამატა, რომ ხალხი, რომელიც დმანისში „ტერორის ქვეშაა, ფიქრობს სოფლებიდან წასვლას“. „მაგრამ დარწმუნებული ვარ, ძალიან ცოტა ხანში, ძალიან ცოტა ხანში აქ ვითარება შეიცვლება და შეიცვლება ხალხის სასარგებლოდ“.

 

 

მელიამ აღნიშნა, რო ხალხის ჩაგვრა „ივანიშვილს ძალიან მტკივნეულად უნდა მიუტრიალდეს“.

 

 

„აშინებენ ამ ადმიანებს, მაგრამ აღარ გაგივათ. შეშინებული, დამფრთხალი და გამქცევი იქნებით თქვენ: ივანიშვილი, კობა მენაბდიშვილი და მთელი ეს მილიონერები, რომლებიც ხალხის ხარჯზე შოულობს უკანასკნელი წლების განმავლობაში ამ ასობით მილიონ დოლარს“, განაცხადა ნიკა მელიამ.

 

 

სოფელ დიდ დმანისში მყოფ ნიკა მელიას ადგილობრივმა მცხოვრებმა მურაზ მარტიაშვილმა განუცხადა, რომ გუშინ საღამოს მისი ნაკვეთიდან სახლში მისულს „ქართული ოცნების“ ადგილობრივი დეპუტატი დახვდა, რომელმაც უთხრა, რომ „არ-ემ-ჯი-ს“ პრობლემებს უქმნიდა იმით, რომ საკუთარ ნაკვეთში შესასვლელ-გამოსასვლელად ოქროს მწარმოებელი კომპანიის განკარგვაში მყოფ ტერიტორიას იყენებდა.

 


მარტიაშვილმა (ფოტოზე ნიკა მელიას გვერდით) მელიას უთხრა, რომ დეპუტატი მას ფიზიკურადაც გაუსწორდა.

 


მელიამ დმანისელებს თანადგომა გამოუცხადა და აღნიშნა, რომ „არ-ემ-ჯი“-ს, მისი სიტყვებით, „დანაშაულებრივ დაჯგუფებას“, არ მისცემს იმის საშუალებას, რომ ადგილობრივ მოსახლეობას ასე მოექცეს.

 


„არც ერთ დმანისელს, არც ერთ ბოლნისელს არ შეგატოვებთ, მართლაც ძმრად გადენთ თითოეული ადამიანის ცრემლს, თითოეული ადამიანის წუხილს, რომელსაც თქვენ ახლა სჩადიხართ ყოველდღიურად - გამორიცხულია!“ განაცხადა ნიკა მელიამ. 

 

კომენტარები: 1
#1   Cassius Kolkhaun
      
ეს აფერისტი საყდრისის საბადო დღემდე (ინკოგნითოდ) ეკუთვნის სააკაშვილ და ფსბ-ს გენერალ თემურ ალასანიას კლანს და მათ მიერვე შირმად შემოყვანილ რუსებს... ეს აფერისტები რა თამაშს თამაშობენ საინტერესოა... რაღაც დიდ მორიგ ნაც კრემლურ აფიორას ააქვს ადგილი...
22 მარტი 2018 08:45
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი