თავდაცვის სამინისტროში აშშ-ის ელჩის, იან კელის გაცილების ცერემონია გაიმართა
22-03-2018, 14:42

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

„მოხარული ვარ, რომ ჩემი ელჩობის დროს კიდევ უფრო გაღრმავდა და გაფართოვდა ჩვენი თანამშრომლობა. მადლობას ვუხდი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობას“ , ამ სიტყვებით დაემშვიდობა საქართველოს თავდაცვის მინისტრს, ლევან იზორიას აშშ-ის ელჩი.

 


საქართველოში იან კელის დიპლომატიური უფლებამოსილების ვადის ამოწურვასთან დაკავშირებით, თავდაცვის სამინისტროში მისი გაცილების საზეიმო ცერემონია გაიმართა. თავდაცვის მინისტრმა, ლევან იზორიამ ამერიკელ დიპლომატს საქართველოში ნაყოფიერი მუშაობისა და ურყევი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა. მინისტრმა იან კელის სამახსოვრო საჩუქრებიც გადასცა. ლევან იზორიას განცხადებით, იან კელის დიპლომატიური მოღვაწეობის პერიოდში, საქართველოს ურთიერთობა სტრატეგიულ პარტნიორთან, როგორც გლობალურად, ისე უშუალოდ თავდაცვის სფეროში, თვისობრივად ახალ ეტაპზე გადავიდა: „ბატონმა ელჩმა ამ წლების განმავლობაში ჩვენი ქვეყნისა და განსაკუთრებით თავდაცვის უწყების მიმართ უდიდესი მხარდაჭერა გამოიჩინა. ჩვენ ერთობლივი ძალისხმევით ძალიან პრინციპული რეფორმები განვახორციელეთ, რომელიც აღიარებულია ჩვენი პარტნიორების მიერ. წარმატებებში პერსონალურად იან კელისაც დიდი წვლილი მიუძღვის, რასაც თავდაცვის სამინისტრო აფასებს და მადლიერებას გამოხატავს“, აღნიშნა თავდაცვის მინისტრმა.

 

 

 


საზეიმო მიღებას საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვლადიმერ ჩაჩიბაია, თავდაცვის სამინისტროსა და გენერალური შტაბის ხელმძღვანელი პირები და საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები დაესწრნენ.

 


იან კელი საქართველოში აშშ-ის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობაზე სამი წლის განმავლობაში მუშაობდა. მას ელიზაბეტ რუდი შეცვლის, რომელიც 2017 წლიდან დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელის მოადგილის პოსტს იკავებდა.

 

 

ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი