ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო საქართველოს ოფიციალურ ვიზიტად ეწვია
22-03-2018, 14:54

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ საქართველოში ოფიციალური ვიზიტი დაიწყო. საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში სტუმრის ოფიციალური დახვედრის ცერემონია გაიმართება, რის შემდეგაც პრეზიდენტები პირისპირ შეხვედრას გამართავენ.

 


ალექსანდრე ლუკაშენკო და გიორგი მარგველაშვილი პირისპირ და გაფართოებული მოლაპარაკებებისას განიხილავენ ორ ქვეყანას შორის პოლიტიკური თანამშრომლობის საკითხებს, საერთაშორისო ორგანიზაციებში მრავალმხრივი ურთიერთობების განვითარების მიმართულებებს, მსოფლიოსა და რეგიონში არსებულ ვითარებას.

 


საქართველოს პრეზიდენტის საერთაშორისო მდივნის თენგიზ ფხალაძის განცხადებით, სამი წლის განმავლობაში საქართველო - ბელარუსის ურთიერთობების დინამიკა მართლაც შთამბეჭდავია - გაიხსნა საელჩო, გაიზარდა ტურისტების რაოდენობა, სავაჭრო ბრუნვა, ინვესტიციები.

 


"ამ ვიზიტზეც იგეგმება ძალიან მნიშვნელოვანი შეთანხმებების ხელმოწერა, რომელიც ხელს შეუწყობს უფრო მეტ თავისუფალ გადაადგილებას, სავაჭო-ეკონომიკური თანამშრომლობის სატრანსპორტო გადაზიდვების უფრო მეტ ინტენსივობას.

 


ასე რომ, ეს ვიზიტი ერთ-ერთი მნიშვნელოვანია ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების შემდგომი განვითარებისათვის. ორი პრეზიდენტის მიერ სამი წლის წინ მიღწეული ყველა შეთანხმება სრულდება და ეს ყველაფერი განვითარდება კიდევ უფრო მაღალი ტემპით, რაც ნამდვილად სასიკეთოა ჩვენი ქვეყნისათვის", აღნიშნა თენგიზ ფხალაძემ.

 

 

შეხვედრების შემდეგ პრეზიდენტები მედიასთან მოლაპარაკებების დეტალებზე ისაუბრებენ. ალექსანდრე ლუკაშენკოს ვიზიტის პერიოდში, თბილისში მინსკის დღეები და საქართველო - ბელარუსის ბიზნესფორუმი გაიმართება.

 

 

ინფორმაციას პრეზიდენტის პრესსამსახური ავრცელებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი