ლუკაშენკომ განაცხადა, რომ ადრე სოხუმამდე ჩავიდა, მაგრამ „ახლა არავისთვისაა შესაძლებელი იქ ჩასვლა, და ეს მშვენიერი მხარე, ჩემი საყვარელი მხარე გადაქცეულია გაუგებარ რაღაცად“
22-03-2018, 17:17

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოში ოფიციალურ ვიზიტად ჩამოსულმა ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრე ლუკაშენკომ განაცხადა, რომ თბილისში მეორედ იმყოფება, ხოლო ადრე სოხუმამდე ჩავიდა, მაგრამ „ახლა, სამწუხაროდ, შეიქმნა რაღაც გაუგებრობა.. არავისთვისაა შესაძლებელი იქ ჩასვლა, და ეს მშვენიერი მხარე, ჩემი საყვარელი მხარე გადაქცეულია გაუგებარ რაღაცად“.

 


„თბილისში მხოლოდ მეორედ ვარ. მე ადრე ჩავედი სოხუმამდე... მაგრამ ახლა, სამწუხაროდ, შეიქმნა რაღაც გაუგებრობა.. არავისთვისაა შესაძლებელი იქ ჩასვლა, და ეს მშვენიერი მხარე, ჩემი საყვარელი მხარე გადაქცეულია გაუგებარ რაღაცად... ამიტომაც, აქ ყოველთვის ჩამოვდივარ მოწიწებითა და რიდით, იმ მოლოდინით, რომ აქ ძალიან კარგი კეთილი, პატიოსანი ხალხია, ისეთივე როგორც ბელარუსში“, აღნიშნა ალექსანდრე ლუკაშენკომ და ქართველი ხალხის სტუმართმოყვარეობასა და პატიოსნებას გაუსვა ხაზი.

 

 

გიორგი მარგველაშვილმა და ალექსანდრე ლუკაშენკომ პირისპირ მოლაპარაკებების ფორმატში მშვიდობისა და უსაფრთხოების პრობლემატიკა განიხილეს და ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ მწვავე ვითარებაზე, მავთულხლართებისა და ხელოვნური ბარიერების აღმართვის დაუშვებლობაზე ისაუბრეს.

 


როგორც პრეზიდენტებმა აღნიშნეს, საქართველო - ბელორუსის ორმხრივი პოლიტიკური ურთიერთობების შესამჩნევმა პროგრესმა, ბოლო სამი წლის განმავლობაში, ორი ქვეყნის ურთიერთობები ახალ დონეზე აიყვანა. ორმხრივი ურთიერთობების ეს პროგრესი დინამიურად განვითარებადი და შეუქცევადია.

 

 

კომენტარები: 2
#2  belorusia
      
ლუკაშენკო არის სიტყვის კაცი, კი არ ჰგავს ამ ჩვენ ყ...ე პოლიტიკოსებს, ერთს რომ ამბობენ და მეორეს აკეთებენ. მისი მმართველობა არის გამართლებული, ნაღდი და ხალხიც მაგრად ცხოვრობს ბელორუსიაში. კაცმა ყველაფერი გააკეთა თავისი სამშობლოსთვის, იქაური აღმაშენებელია მე-20, 21-ე საუკუნის.
22 მარტი 2018 16:33
#1  სოსო
      
მაგარი კაცია. ქვეყნის და ხალხის გულშემატკივარი
22 მარტი 2018 08:25
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი