ალექსანდრე ლუკაშენკო: ჩვენ არასდროს გვიღალატია თქვენთვის
22-03-2018, 21:57

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოსა და ბელარუსის რესპუბლიკის პრეზიდენტებმა პირისპირ და დელეგაციებთან ერთად მოლაპარაკებების შემდეგ, მედიისათვის შეხვედრების შესახებ ისაუბრეს და განხილულ საკითხებზე ქართველ და უცხოელ ჟურნალისტებს ინფორმაცია მიაწოდეს.

 


„ჩვენი ურთიერთობების ინტენსიფიკაცია უკავშირდება 2015 წელს თქვენს ვიზიტს და მას შემდეგ, ჩვენ არაერთი მნიშვნელოვანი მიმართულებით მოვახერხეთ ჩვენი ორმხირივი ურთიერთობების გაღრმავება.

 


ჭეშმარიტად, თქვენი დღევანდელი ვიზიტი აჯამებს იმ ინტენსიურ თანამშრომლობას, რომელიც ჩვენს სახელმწიფოებს შორის ამ პერიოდის განმავლობაში განხორციელდა.

 


დღეს მოეწერა ხელი არაერთ შეთანხმებას და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, იმ ჩარჩო ხელშეკრულებას, რომელიც მტკიცე საფუძველს შეუქმნის ქართულ - ბელარუსული ურთიერთობების გაღრმავებას და განსაზღვრავს კეთილმეზობლურ და პროდუქტიულ თანამშრომლობას ჩვენ ერებს შორის მომავალი ათწლეულების განმავლობაში.

 


ჩვენ მოვაწერეთ ხელშეკრულებებს ხელი, რომლებიც დაფუძნებულია ერთმანეთის ინტერესების გათვალისწინებაზე, ერთმანეთის პატივისცემაზე და ორივე სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობის სუვერენიტეტის და უფლებების სრულ აღიარებაზე. ეს არის ის მტკიცე საფუძველი, რომელიც ქართველ და ბელარუს ხალხს მომავალში თანამშრომლობის ფართო გზას გაუხსნის.

 


ბატონო პრეზიდენტო, მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში ბელარუსები ჩამოდიან არამარტო კომერციისთვის, არამედ იმისთვის, რომ შექმნან მნიშვნელოვანი შემადგენლები არაერთი მიმართულებით: ახალი ტექნოლოგიების, სოფლის მეურნეობის, ჯანდაცვის სფეროს მიმართულებით.

 


ასეთი ღია და მეგობრული დამოკიდებულება სრულად ახალ შესაძლებლობებს უხსნის საქართველოს აითვისოს ის მიღწევები, რაც ბელარუსს გააჩნია. ეს ჩვენთვის არამხოლოდ საინტერესოა, არამედ ემოციურადაც მნიშვნელოვანია.

 


დღეს ჩვენი ორმხრივი შეხვედრის დროს თქვენ აღნიშნეთ, რომ არ არსებობს დახურული თემები თანამშრომლობისათვის. ასეთი სულისკვეთება ჩვენთვის ძალიან ბევრს ნიშნავს.

 

 

თქვენ მართლაც ბევრს მიაღწიეთ, როდესაც არ გაანიავეთ და არ გააჩანაგეთ ის დიდი შესაძლებლობები, შეინახეთ ის მატერიალურ - ტექნიკური ბაზა, რომლებიც ბელარუსს ჰქონდა. ამ მიმართულებით ჩვენ ძალიან ბევრი შეგვიძლია თქვენგან ვისწავლოთ და ამ თანამშრომლობის მიმართულებები გახსნილია. პოლიტიკურ და საერთაშორისო დონეზე თანამშრომლობა ძალიან ინტენსიურად ვითარდება და ჩვენი საგარეო უწყებები საერთაშორისო ფორმატებში ერთმანეთს ავსებენ და მხარს უჭერენ.

 


ჩვენ დღეს ვილაპარაკეთ იმ ეკონომიკურ და სატრანსპორტო შესაძლებლობებზე, რომელსაც ჩვენ ორივე ქვეყანაში ვხედავთ.

 


ყველა ამ მიმართულებით მიღწეული და გადადგმულია პრინციპული ნაბიჯები. მე დარწმუნებული ვარ, რომ ის მტკიცე ფუნდამენტი, რომელიც ჩვენ ჩავუყარეთ ამ ურთიერთობებს მისცემს შესაძლებლობებს, შესაბამის უწყებებს: ბიზნესს, საზოგადოებას, სამეცნიერო სფეროს წარმომადგენლებს ფართოდ გაშალონ ჩვენი თანამშრომლობა.

 


კიდევ ერთხელ, მადლობა ამ მნიშვნელოვანი ვიზიტისთვის, მადლობა იმ ურთიერთობებისთვის, რომელიც ჩვენს შორის სულ რამდენიმე წლის მეგობრობით და ნაცნობობითაა ჩამოყალიბებული და მე დარწმუნებული ვარ თქვენი ვიზიტი ასევე წარმატებულად გაგრძელდება ჩვენს სამშობლოში“, განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

 


ალექსანდრე ლუკაშენკომ მადლობა გადაუხადა საქართველოს პრეზიდენტს გულთბილი მასპინძლობისათვის და ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული მჭიდრო თანამშრომლობისათვის. როგორც ალექსანდრე ლუკაშენკომ განაცხადა, ქართულ-ბელარუსულ ურთიერთობებში დახურული თემები არ არსებობს - ეს გულწრფელი ურთიერთობებია.

 


„ჩვენმა მთავრობათშორისმა კომისიამ, სპეციალისტებმა, სახელმწიფო კომპანიებმა და იურისტებმა უდიდესი სამუშაო ჩაატარეს. ჩვენ თუ შევთანხმდით აუცილებლად განვახორციელებთ ამ შეთანხმებას, არ ვუღალატებთ ჩვენს სიტყვას. თუ გჭირდებათ ჩვენი დახმარება, დაგეხმარებით ყველანაირად თქვენი საჭიროებების გათვალისწინებით.

 


ორი ათასი კილომეტრი, ეს სხვაობა მინსკსა და თბილისს შორის, არ არის დიდი მანძილი. უნდა იცოდეთ, რომ ჩვენ ვცხოვრობთ ერთ სახლში, უნდა გახსოვდეთ, რომ თქვენ იქ დასავლეთში, ევროპის ცენტრში გაქვთ მყარი ბაზა, სადაც შეგიძლიათ არამხოლოდ იურთიერთოთ ვინმესთან, არამედ ივაჭროთ კიდეც.

 


ჩვენ მზად ვართ ასეთი თანამშრომლობისათვის, ჩვენ არასდროს გვიღალატია თქვენთვის, ჩვენი კარი ყოველთვის ღიაა საქართველოსთან თანამშრომლობისთვის. მე ყოველთვის დავუჭერ მხარს ყველა ორმხრივ პროექტს, რათა გავაღრმავოთ ჩვენი ურთიერთობა.

 


მე როგოც მოქალაქეს, ადამიანს, როგორც ჩემი ქვეყნის მეთაურს, მინდა რომ საქართველოში იყოს სიმშვიდე. ქართველმა კარგმა ხალხმა იცხოვროს კარგად, იმიტომ, რომ იმსახურებს ასეთ პატივისცემას. ეს არის ძალიან ძველი ქართველი ერი, რომელმაც ძალიან ბევრი გააკეთა და ყოველთვის მზად ვართ გამოგიწოდოთ დახმარების ხელი", აღნიშნა ალექსანდრე ლუკაშენკომ, როგორც ამას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია იუწყება.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი