მამუკა მდინარაძე: „გირგვლიანის შესწორებების“ საკანონმდებლო ინიციატივის ფარგლებში სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებები შევა
23-03-2018, 12:20

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„ფრაქცია „ქართულმა ოცნებამ“ შეასრულა საზოგადოების წინაშე აღებული ვალდებულება და დღეს ვახდენთ კანონპროექტის ინიცირებას, რომელსაც ჩვენ სიმბოლურად „გირგვლიანის შესწორებები“ ვუწოდეთ“, განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ ბრიფინგზე.

 

 

„მიმდინარე წლის 29 იანვარს, სპეციალურ ბრიფინგზე საზოგადოებას მოვახსენეთ, რომ ფრაქცია “ქართული ოცნება” იწყებდა მუშაობას საკანონმდებლო ინიციატივაზე, რომელიც ძალიან მაღალი სტანდარტით უზრუნველყოფდა მართლმსაჯულების ხელშეუვალობას და მოქალაქეთა დაცულობას სახელმწიფო ძალმომრეობისგან. ამ ინიციატივას ჩვენ სიმბოლურად „გირგვლიანის შესწორებები“ ვუწოდეთ.

 

 

„ქართული ოცნება“ საზოგადოების წინაშე თავს ვალდებულად თვლიდა, არამარტო მართლმსაჯულება აღსრულებულიყო სანდროს და სხვა ანალოგიურ საქმეებზე, არამედ შექმნილიყო მყარი პოლიტიკური და სამართლებრივი ბარიერები გირგვლიანის საქმის რეციდივების გამოსარიცხად და ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის დაწესებულიყო მაღალი სტანდარტის შეზღუდვები, რათა ვეღარასდროს ვერავის გაებედა მართლმსაჯულების აღსრულებისათვის ხელის შეშლა.

 

 

ფრაქციამ შეასრულა საზოგადოების წინაშე აღებული ვალდებულება და დღეს ვახდენთ ამ კანონპროექტის ინიცირებას.

 


„გირგვლიანის შესწორებების” საკანონმდებლო ინიციატივის ფარგლებში, ცვლილებები შევა სისხლის სამართლის კოდექსის 12 მუხლში და აგრეთვე კოდექსს დაემატება 2 ახალი სპეციალური მუხლი, რომელთაგან ერთი შეეხება სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირის მიერ თანამდებობრივი უფლებამოსილებით ან მდგომარეობით ბოროტად სარგებლობას, მეორე კი, ამ პირების მიერ უკანონო ბრძანების ან დავალების გაცემას.

 

 

წარმოდგენილი ცვლილებები ასევე ეხება სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირის მიერ მართლმსაჯულების განხორციელებაში უკანონო ჩარევას გამომძიებლის, პროკურორის, ადვოკატის, მოსამართლის, ნაფიცი მსაჯულის საქმიანობაში ხელის შეშლის გზით და აგრეთვე ქმედებებს, რომლებიც ითვალისწინებენ სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირის მიერ მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულების ჩადენის შესახებ ბრძანების ან დავალების გაცემას.

 

 

პასუხისმგებლობა მკაცრდება იმ პირთა მიმართაც, რომლებიც ასეთ ბრძანებას ან დავალებას შეასრულებენ.

 

 

ამ სახის ცვლილებით სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირის მიერ გაცემული დანაშაულებრივი ბრძანების ან დავალების შესრულება დამამძიმებელ გარემოებად შეერაცხება შემსრულებელს.

 

 

გარდა ამისა, შესწორებების ერთ-ერთი მიზანი არის გირგვლიანის საქმეზე ადამიანის უფლებების ევროპული სასამართლოს შესაბამისი გადაწყვეტილების აღსრულება.

 

 

მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენი ფრაქციის წევრს ანრი ოხანაშვილს, რომელმაც კოორდინაცია გაუწია ფრაქციის წევრების, სამართალდამცავი უწყებების წარმომადგენლების კონსულტაციებს ხსენებული ცვლილებების შექმნის პროცესში.

 


და ბოლოს, იმედი მაქვს, რომ საქართველო წარსულს აღარასდროს დაუბრუნდება და მომავალში ამ ნორმების გამოყენებაც არ გახდება საჭირო, მაგრამ მათი არსებობა აუცილებელია, რათა ვერცერთმა სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირმა ვეღარასდროს გაბედოს მსგავსი დანაშაულის ჩადენა ან მართლმსაჯულების განხორციელებისათვის ხელის შეშლა”, განაცხადა მამუკა მდინარაძემ, როგორც ამას პარლამენტის პრესსამსახური იტყობინება.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი