საქართველოს პრემიერ მინისტრმა ბელარუსის პრეზიდენტს მთავრობის ადმინისტრაციაში უმასპინძლა
23-03-2018, 15:15

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პრემიერ მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა ბელარუსის რესპუბლიკის პრეზიდენტ ალექსანდრე ლუკაშენკოს, დელეგაციასთან ერთად, მთავრობის ადმინისტრაციაში უმასპინძლა.

 

 

პრემიერ მინისტრის პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრის დასაწყისში, მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა პრეზიდენტ ლუკაშენკოს განსაკუთრებულ წვლილს და მისი 2015 წლის ვიზიტის მნიშვნელობას ორმხრივი ურთიერთობების გააქტიურებაში და აღნიშნა, რომ გასული სამი წლის განმავლობაში სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის მიმართულებით მიღწეულია მნიშვნელოვანი პროგრესი.

 

 

კვირიკაშვილმა ბელარუსის რესპუბლიკის პრეზიდენტს ასევე მადლობა გადაუხადა ბორჯომის ხეობაში ხანძრის ლიკვიდაციის პროცესში აღმოჩენილი მნიშვნელოვანი დახმარებისთვის და ხაზი გაუსვა ბელარუსი მეხანძრეებისა და მფრინავების პროფესიონალიზმს.

 

 

საუბარი შეეხო ბელარუსის პრეზიდენტის საქართველოში ვიზიტის ფარგლებში ორ ქვეყანას შორის ხელმოწერილ შეთანხმებებს, რომლებიც სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებას ისახავს მიზნად.

 

 

პრემიერ მინისტრმა ალექსანდრე ლუკაშენკოს მადლობა გადაუხადა პოლიტიკური გადაწყვეტილებისთვის, საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის დაწესების შესახებ, რაც ვიზიტის ფარგლებში დოკუმენტურად გაფორმდა.

 

 

ბელარუსის რესპუბლიკის პრეზიდენტმა ხელმოწერილ დოკუმენტებს ისტორიული უწოდა და განსაკუთრებით აღნიშნა ეკონომიკისა და სოფლის მეურნეობის სფეროებში თანამშრომლობის განვითარების პოზიტიური დინამიკა. მისი განცხადებით, ბელარუსი არა მხოლოდ მზად არის, საქართველოსთან ერთად შექმნას ერთობლივი საწარმოები, არამედ ადგილობრივ მოსახლეობას შეასწავლოს, მათ შორის, სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის ექსპლუატაციისთვის საჭირო უნარ-ჩვევები.

 

 

პრეზიდენტმა ლუკაშენკომ გამოთქვა მზადყოფნა, ბელარუსმა ყოველთვის დაუჭიროს მხარი საქართველოს და მოძმე ქართველ ხალხს იქ, სადაც მათ ეს დასჭირდებათ.

 

 

მხარეებმა საუბრისას ასევე აღნიშნეს ორმხრივი სავაჭრო ბრუნვის მზარდი მონაცემები და იმედი გამოთქვეს, რომ არსებული პოზიტიური ტენდენცია შენარჩუნდება და წარმატებული სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობა გაგრძელდება.

 

 

პრემიერ მინისტრმა ბელარუსის რესპუბლიკის პრეზიდენტს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი