მარგველაშვილი: რუსეთის ფედერაციას საკუთარი წილი პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს საქართველოს მოქალაქეების გატაცებებისა და მკვლელობების შემთხვევებზე
23-03-2018, 16:59

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

პრეზიდენტმა საქართველოში ვიზიტად მყოფ ევროპის საბჭოს დემოკრატიაზე მომხსენებელი ჯგუფის დელეგაციასთან შეხვედრა არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობისა და გუშინ, სოფელ აძვის ტერიტორიიდან, საქართველოს 2 მოქალაქის გატაცების ფაქტებზე საუბრით დაიწყო და ევროსაბჭოს ელჩებს მკაცრი დ მტკიცე შეფასების გაკეთებისაკენ მოუწოდა.

 


„გიორგი მარგველაშვილის თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ევროსაბჭოს გენერალური მდივნის კონსოლიდირებულ ანგარიშში, ისევე როგორც მინისტრთა კომიტეტის გადაწყვეტილებებში მუდმივად ფიგურირებდეს საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის თემა და რუსეთის ფედერაციას, როგორც ოკუპანტ სახელმწიფოს და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ეფექტური კონტროლის განმახორციელებელ ძალას, საკუთარი წილი პასუხისმგებლობა დაეკისროს აღნიშნულ შემთხვევებზე.

 


დელეგაციასთან შეხვედრისას, რომლის შემადგენლობაში შედიან ევროპის საბჭოსთან ბელგიის, გერმანიის, ლატვიის, ლიტვის, პოლონეთის, ნორვეგიის, უნგრეთისა და შვედეთის მუდმივი წარმომადგენლები, ასევე ევროპის საბჭოს პროგრამების გენერალური დირექტორატის ხელმძღვანელი და სამდივნოს თანამშრომელი, საქართველოს პრეზიდენტმა განცხადა, რომ საერთაშორისო თანამეგობრობამ და საქართველოს პარტნიორმა ქვეყნებმა ძალიან მტკიცე პოზიცია უნდა დააფიქსირონ აღნიშნულ ფაქტებთან დაკავშირებით, რათა მსგავსი შემთხვევები აღარ განმეორდეს.

 


საქართველოს პრეზიდენტმა დეტალური ინფორმაცია მიაწოდა სტუმრებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების დარღვევების ფაქტებთან და იქ მცხოვრები მოქალაქეების სოციალურ პირობებთან დაკავშირებით. როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, საერთაშორისო საზოგადოება ყურადღებას უნდა აქცევდეს ამ ვითარებას და მაქსიმალურად უნდა იყოს ჩართული მისი მოგვარებისა და დაძლევის საკითხებში.

 


საუბარი შეეხო ასევე საქართველოსთვის ევროპის საბჭოს 2016-2019 წლების სამოქმედო გეგმის შესრულების მიმდინარეობას. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა სასამართლო რეფორმებზე", აღნიშნულია პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი