ირაკლი კობახიძე: საქართველოს სახელმწიფომ და საზოგადოებამ საპარლამენტო დემოკრატიის საუკეთესო ევროპულ ტრადიციებზე დაფუძნებული ძირითადი კანონი მიიღო
23-03-2018, 18:10

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„დღეს დასრულდა საკონსტიტუციო რეფორმის რთული და ხანგრძლივი პროცესი, რომლის შედეგად საქართველოს სახელმწიფომ და საზოგადოებამ მიიღო საპარლამენტო დემოკრატიის საუკეთესო ევროპულ ტრადიციებზე დაფუძნებული ძირითადი კანონი", განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე.

 

 

ირაკლი კობახიძემ კონსტიტუციაში განხორციელებულ ცვლილებებთან დაკავშირებით ისაუბრა.

 

 

„აღნიშნული რეფორმით, ჩვენ მოქმედი პროავტორიტარული კონსტიტუცია ჩავანაცვლეთ დემოკრატიული კონსტიტუციით, რომელიც როგორც ვენეციის კომისიის დასკვნაშია აღნიშნული, ეფუძნება დემოკრატიის, სამართლებრივი სახელმწიფოს და ადამიანის უფლებების დაცვის პრინციპებს და აუმჯობესებს ქვეყნის კონსტიტუციურ სისტემას.

 

 

საქართველოს კონსტიტუციის ახალი რედაქცია უზრუნველყოფს კონსტიტუციური სისტემის ჩამოყალიბებას ხელისუფლების დანაწილების პრინციპის საფუძველზე. ეს არის სისტემა ძლიერი პარლამენტით, ქმედითი მთავრობით, დამოუკიდებელი სასამართლო ხელისუფლებით და ზეპარტიული პრეზიდენტით.

 

 

კონსტიტუციის ახალი რედაქცია უზრუნველყოფს უფლებამოსილებების მკაფიო გამიჯვნას კონსტიტუციურ ორგანოებს შორის.

 

 

კონსტიტუციის ახალი რედაქცია უზრუნველყოფს ოპოზიციის როლის გაძლიერებას ქვეყნის პოლიტიკურ სისტემაში.

 

 

კონსტიტუციის ახალი რედაქცია მნიშვნელოვნად აუმჯობესებს ადამიანის უფლებების დაცვის, სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობისა და ადგილობრივი თვითმმართველობის დამოუკიდებლობის გარანტიებს.

 

 

კონსტიტუციის ახალი რედაქცია უზრუნველყოფს თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროს უკეთეს მოწესრიგებას საპარლამენტო მმართველობისა და ხელისუფლების დანაწილების პრინციპის შესაბამისად.

 

 

და რაც მთავარია, კონსტიტუციის ახალი რედაქცია გამორიცხავს საქართველოში ავტოკრატიისა და ავტორიტარიზმის ყოველგვარი ფორმით გამეორების შესაძლებლობას.

 

 

საპარლამენტო მმართველობა პროპორციული საარჩევნო სისტემით არ ტოვებს ავტოკრატიის ან ხელისუფლების მითვისების არავითარ შესაძლებლობას, რაც არის საკონსტიტუციო რეფორმის უმთავრესი მიღწევა.

 

 

მე მინდა მადლობა გადავუხადო საკონსტიტუციო რეფორმაში ჩართულ ყველა ადამიანს, ჩემს კოლეგებს - საქართველოს პარლამენტის წევრებს, საქართველოს პრემიერ მინისტრს და მთავრობას, სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის წევრებს, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს, ექსპერტებს, ჟურნალისტებს, რომელთა მხარდაჭერისა და ჩართულობის გარეშე შეუძლებელი იქნებოდა ამ შედეგის მიღწევა.

 

 

კიდევ ერთხელ გილოცავთ დახვეწილი, ევროპული ტიპის კონსტიტუციის მიღებას, რომელიც საქართველოს გრძელვადიან დემოკრატიულ განვითარებას ძალია მყარ საფუძველს ჩაუყრის", განაცხადა ირაკლი კობახიძემ, როგორც ამას პარლამენტის პრესსამსახური იტყობინება.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი