გიორგი კვირიკაშვილი: მადლობა მინდა გადავუხადო აშშ-ის კონგრესსა და პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას საკანონმდებლო დონეზე დაფიქსირებული კიდევ ერთი მტკიცე მხარდაჭერისათვის
24-03-2018, 10:44

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პრემიერ მინისტრი აშშ-ის კონგრესსა და პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას საკანონმდებლო დონეზე დაფიქსირებული კიდევ ერთი მტკიცე მხარდაჭერისათვის მადლობას უხდის.

 

 

„ამერიკის შეერთებული შტატები 2018 წლის ბიუჯეტის კანონში გმობს რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას და კრძალავს იმ მთავრობების დაფინანსებას, რომლებმაც აღიარეს რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობა.

 


ამასთან 2018 წლის ბიუჯეტში აშშ ზრდის საქართველოსადმი მხარდაჭერას ‎105 325 000 აშშ დოლარამდე.

 

 

კანონს აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა დღეს მოაწერა ხელი.

 

 

ეს არის როგორც აშშ-ის კონგრესის, ისე ადმინისტრაციის მხრიდან საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის, ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავებისა და შემდგოში კიდევ უფრო აქტიური თანამსრომლობისთვის მზაობის მკაფიო დასტური.

 

 

მადლობა მინდა გადავუხადო აშშ-ის კონგრესსა და პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას საკანონმდებლო დონეზე დაფიქსირებული კიდევ ერთი მტკიცე მხარდაჭერისათვის", ნათქვამია გიორგი კვირიკაშვილის განცხადებაში, რომელიც პრემიერ მინისტრის პრესსამსახურმა გაავრცელა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი