შსს-მ თბილისში, გონიოსა და ქობულეთში პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ფაქტები გამოავლინა
24-03-2018, 12:33

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, 1967 წელს დაბადებული ი.ქ. და თურქეთის მოქალაქე, 1964 წელს დაბადებული ფ.ი. პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ბრალდებით, თბილისში დააკავეს.

 

 

„გამოძიებამ დაადგინა, რომ თბილისში, სასტუმროს ტიპის ერთ-ერთ დაწესებულებაში, მისი მფლობელი ფ.ი. და დაწესებულების ადმინისტრატორი და ბარმენი ი.ქ. გარკვეული გასამრჯელოს სანაცვლოდ, პროსტიტუციისთვის ოთახებს სისტემატურად აქირავებდნენ. დაკავებულები ჩადენილ დანაშაულს აღიარებენ.

 

 

ამავე ბრალდებით, თბილისში კიდევ ერთი პირია დაკავებული. გამოძიებით დადგენილია, რომ ჩინური მასაჟის ერთ-ერთი სალონის ადმინისტრატორი, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მოქალაქე, 1967 წელს დაბადებული ზ.ქ. გარკვეული პერიოდის განმავლობაში, გასამრჯელოს სანაცვლოდ, ცალკეულ პირებს პროსტიტუციისთვის ფართს უთმობდა.

 

 

სამართალდამცველებმა სალონში მომუშავე პირები მოწმის სახით უკვე გამოკითხეს.

 

 

გარდა ამისა, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გონიოსა და ქობულეთში, პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ფაქტებზე, 6 პირი, მათ შორის, თურქეთის რესპუბლიკის 2 მოქალაქე ამხილა.

 

 

გამოძიებით დადგინდა, რომ მხილებულები საკუთარ და დროებით მფლობელობაში არსებულ სასტუმროების ნომრებსა და ფართებს, გარკვეული პერიოდის განმავლობაში, გასამრჯელოს სანაცვლოდ, მოქალაქეებს პროსტიტუციისთვის უთმობდნენ.

 

 

პროსტიტუციისთვის ადგილის ან საცხოვრებლის გადაცემის ყველა ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ს 254-ე მუხლით მიმდინარეობს. ჩადენილი დანაშაული ჯარიმას ან 2-დან 4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს", აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი