აშშ: რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე კვლავაც ხელს უშლიან ადამიანის უფლებათა კომისრის ოფისის შეშვებას
24-03-2018, 13:59

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა მხარი დაუჭირა გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოზე წარმოდგენილ რეზოლუციას „საქართველოსთან თანამშრომლობა“ და ასევე მოუწოდა საბჭოს ყველა წევრს ამ რეზოლუციის მხარდაჭერისკენ.

 

 

როგორც საკუთარ გამოსვლაში აშშ-ის წარმომადგენელმა განაცხადა, ქვეყანაში ადამიანის უფლებათა მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით, საქართველოს მთავრობა მჭიდროდ თანამშრომლობს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისთან. დარღვევების შესახებ უხეში ფაქტების არსებობის მიუხედავად კი ვერ ხერხდება საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებათა კომისრის ოფისის დაშვება.

 

 

„ადამიანის უფლებათა მასიური დარღვევების შესახებ ინფორმაციის მიუხედავად, რუსეთის მიერ ოკუპირებული საქართველოს რეგიონების დე-ფაქტო ლიდერები კვლავაც ხელს უშლიან ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისს აღნიშნულ რეგიონებში წვდომაზე. ჩვენ ვაცხადებთ, რომ დაბრუნების უფლება შემოიფარგლება ლტოლვილებით, თუმცა დაბრუნების შესაძლებლობა უნდა ჰქონდეთ იძულებით გადაადგილებულ პირებსაც. ამერიკის შეერთებული შტატები სრულად უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტს, დამოუკიდებლობას და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში“, განაცხადა მან.

 

 

მისივე თქმით, წარმოდგენილი რეზოლუცია მოითხოვს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის უზრუნველყოფას საქართველოს რეგიონებში - აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან წვდომას და შესაბამისად, „ადგილზე არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით, მნიშვნელოვანია, რომ ადამიანის უფლებათა საბჭომ დაამტკიცოს ჩვენს წინაშე წარმოდგენილი რეზოლუცია საქართველოსთან თანამშრომლობის შესახებ“.

 

 

2017 წლის 23 მარტს გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭომ საქართველოს შესახებ რეზოლუცია - „თანამშრომლობა საქართველოსთან“ - მიიღო. რეზოლუციაში, ადამიანის უფლებათა საბჭო კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

 

 

დოკუმენტში აღიარებულია საქართველოს მთავრობის ძალისხმევა ქვეყანაში დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებათა განმტკიცების კუთხით. რეზოლუციაში ადამიანის უფლებათა საბჭო გამოთქვამს სერიოზულ შეშფოთებას საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში ადამიანის უფლებების მხრივ არსებულ რთულ ვითარებაზე. დოკუმენტში გამოთქმულია შეშფოთება, რომ რეგიონულ და საერთაშორისო მონიტორინგის მექანიზმებს არ ეძლევათ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში შესვლის საშუალება.

 

 

ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი