პროკურატურა სასტუმრო „ლეოგრანდში“ ხანძრის გაჩენის ფაქტზე დაკავებული პირებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობას მოითხოვს
24-03-2018, 19:51

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

პროკურატურა სასტუმრო „ლეოგრანდში“ ხანძრის გაჩენის ფაქტზე დაკავებული პირებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობას მოითხოვს. ამის შესახებ მთავარი პროკურატურა განცხადებას ავრცელებს.

 


„ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ გაცემული განჩინების საფუძველზე, სახანძრო უსაფრთხოების წესის დარღვევის ფაქტზე დაკავებული იქნენ სასტუმრო „ლეოგრანდის“ ტექნიკური მენეჯერი, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე ფ.ი. და ამავე სასტუმროს ტექნიკური საწყობის პასუხისმგებელი პირი - საქართველოს მოქალაქე გ.მ.

 


გამოძიებით დადგინდა, რომ სასტუმრო „ლეოგრანდის“ ტექნიკურმა მენეჯერმა, ფ.ი. - მ და ტექნიკური საწყობის პასუხისმგებელმა პირმა, გ.მ. - მ არ შეასრულეს მათზე დაკისრებული მოვალეობა - სასტუმრო „ლეოგრანდში“ სახანძრო უსაფრთხოების ნორმების დაცვა. კერძოდ, სასტუმრო „ლეოგრანდის“ შენობის მე - 4 სართულზე განთავსებულ ტექნიკურ (საქვაბე) ოთახში, სადაც ასევე განთავსებული იყო ვენტილაციის სისტემები, წყლის მიწოდების დანადგარები, გამათბობლები, ელექტრო კარადები და სხვადასხვა ხელსაწყოები, გ.მ. - მ სახანძრო უსაფრთხოების ნორმების მოთხოვნათა საწინააღმდეგოდ დაასაწყობა წვადი, მათ შორის ადვილად აალებადი მასალები და ნივთიერებები, რამაც განაპირობა 2017 წლის 24 ნოემბერს, დაახლოებით 20:00 საათზე, ტექნიკურ (საქვაბე) ოთახში გაჩენილი ხანძრის სწრაფად გაძლიერება და სასტუმროში ძლიერი დაკვამლიანების წარმოქმნა. ძლიერი დაკვამლიანების შენობაში გავრცელებას ასევე ხელი შეუწყო უსაფრთხოების ნორმების არარსებობამ. ამასთან შენობა არ იყო აღჭურვილი გამართული ავტომატური სახანძრო და კვამლმაუწყი სიგნალიზაციით, რაც ფ.ი. - ს პასუხისმგებლობას წარმოადგენდა. სასტუმროს მე-5 და მე-6 სართულებზე განთავსებულ აუზსა და სპა სალონში, ხანძრით გამოწვეული ძლიერი დაკვამლიანების გამო, ნახშირჟანგით (CO) გამოწვეული მწვავე ინტოქსიკაციით გარდაიცვალა 11 პირი, ხოლო 19 პირმა მიიღო ჯანმრთელობის მსუბუქი ხარისხის დაზიანება.

 


ფ.ი. - ს და გ.მ. - ს ბრალდება წარედგინათ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 243-ე მუხლის მესამე ნაწილით (სახანძრო უსაფრთხოების წესების დარღვევა, რამაც გამოიწვია ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა), რაც სასჯელის სახედ და ზომად 5-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ბრალდების მხარე ბათუმის საქალაქო სასამართლოს ფ.ი.- ს და გ.მ. - სთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით მიმართავს. სისხლის სამართლის საქმეზე გრძელდება გამოძიება", ნათქვამია განცხადებაში.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი