ჟენევაში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ინდონეზიის წარმომადგენლობითი პალატის სპიკერს შეხვდა
25-03-2018, 14:13

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ჟენევაში საპარლამენტთაშორისო კავშირის (IPU) რიგით 138-ე ასამბლეის ფარგლებში, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ინდონეზიის წარმომადგენლობითი პალატის სპიკერს, ბემბანგ სოესატიოს შეხვდა.

 


საქართველოს პარლამენტის ცნობით, შეხვედრაზე კობახიძემ ინდონეზიის მხარეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, ასევე, ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

 


ირაკლი კობახიძემ ინდონეზიის წარმომადგენლობითი პალატის თავმჯდომარეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება გააცნო.

 


შეხვედრაზე მხარეებმა ორმხრივი ურთიერთობებისა და საპარლამენტთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავებაზე ისაუბრეს. ხაზგასმით აღინიშნა ხალხთაშორისი ურთიერთობის მნიშვნელობა.

 


საუბარი შეეხო ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების საკითხს. ქართულმა მხარემ ინდონეზიის პარლამენტის წარმომადგენლობითი პალატის სპიკერს საქართველოში მიმდინარე რეფორმების, აბრეშუმის გზისა და ქვეყანაში არსებული ხელსაყრელი ბიზნესგარემოს შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.

 


თავის მხრივ, ინდონეზიის წარმომადგენლობითი პალატის თავმჯდომარემ, სურვილი გამოთქვა კიდევ უფრო გაძლიერდეს ურთიერთობები და შეიქმნას საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფი, რომელიც მრავალმხრივი ურთიერთობების გაძლიერებას შეუწყობს ხელს. თანამშრომლობის სამომავლო გაღრმავების მიზნით, ინდონეზიის წარმომადგენლობითი პალატის სპიკერმა, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ოფიციალურ ვიზიტად ინდონეზიაში მიიწვია.

 


„საპარლამენტთაშორისო კავშირის ასამბლეა ძალიან კარგი პლატფორმაა ორმხრივი შეხვედრებისთვის. სწორედ ამ ფორმატის ფარგლებში დავიწყეთ შეხვედრა ინდონეზიის პარლამენტის სპიკერთან და დელეგაციის წევრებთან. შეხვედრის დროს გაჟღერდა ის ძირითადი და მნიშვნელოვანი საკითხები, რომელიც ორივე მხარისთვის საინტერესოა. მათი მხრიდან მივიღეთ მყარი დასტური საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით. მივიღეთ მათი მხრიდან შეთავაზებები და გავაჟღერეთ ჩვენი მხრიდან სხვადასხვა პოლიტიკური თუ ეკონომიკური მიმართულებებით თანამშრომლობის სურვილი. დარწმუნებული ვარ ამას ექნება თავისი გავრცობა საერთო სურათში. იმედი მაქვს ყველა სხვა შეხვედრა იქნება ასეთივე წარმატებული, სწორედ საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის კუთხით, როგორიც ეს შეხვედრა იყო. მე მინდა მადლობა გადავუხადო მათ ამისთვის“, განაცხადა ქართული საპარლამენტო დელეგაციის წევრმა ნინო წილოსანმა შეხვედრის დასრულების შემდეგ.

 

 

საქართველოს პარლამენტის დელეგაციის შემადგენლობაში ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძე, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე დავით მათიკაშვილი, საქართველოს პარლამენტის წევრები - ნინო წილოსანი, ირაკლი მეზურნიშვილი და ზურაბ ჭიაბერაშვილი, საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსი გივი მიქანაძე და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის უფროსი ნიკოლოზ სამხარაძე შედიან.

 


ირაკლი კობახიძე, საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად, 24-28 მარტს საპარლამენტთაშორისო კავშირის (IPU) რიგით 138-ე ასამბლეაში იღებს მონაწილეობას ასამბლეაში მონაწილეობის პარალელურად, პარლამენტის თავმჯდომარე და დელეგაციის წევრები მაღალი რანგის ორმხრივ შეხვედრებს მართავენ.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი