ირაკლი კობახიძე: რუსეთი იტაცებს და აწამებს მშვიდობიან მოსახლეობას, უახლესი შემთხვევა იყო არჩილ ტატუნაშვილის გატაცება, რომელიც დაკავებული იყო ცხინვალში და გარდაიცვალა წამების შედეგად
25-03-2018, 19:15

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„დღესდღეობით, რუსეთს ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტი, არაკანონიერად ჰყავს განთავსებული შეიარაღებული ძალები ოკუპირებული ტერიტორიებზე, ხელს უწყობს საოკუპაციო რეჟიმის შენარჩუნებას აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში და ამ საოკუპაციო რეჟიმის დახმარებით, გამუდმებით არღვევს ადამიანის უფლებებს - იტაცებს და აწამებს მშვიდობიან მოსახლეობას, უახლესი შემთხვევა იყო არჩილ ტატუნაშვილის გატაცება, რომელიც დაკავებული იყო ცხინვალში და წამების შედეგად გარდაიცვალა“, განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ საპარლამენტთაშორისო კავშირის (IPU) რიგით 138-ე ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას.

 


ფორუმზე, რომლის მთავარი თემაა „გლობალური რეჟიმის გაძლიერება მიგრანტთა და ლტოლვილთათვის: მტკიცებულებაზე დაფუძნებული პოლიტიკის გადაწყვეტის საჭიროება“, პარლამენტის თავმჯდომარემ მიგრაციისა და ლტოლვილთა საკითხების მიმართულებით არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა.

 


„დღეს ჩვენ შევიკრიბეთ ამ დარბაზში, რათა განვიხილოთ მსოფლიოს თანამედროვე საერთაშორისო პოლიტიკისა და საკანონმდებლო არქიტექტურის უმნიშვნელოვანესი ასპექტები - მიგრაცია და ლტოლვილთა საკითხები. მნიშვნელოვანია, მივაღწიოთ და შევინარჩუნოთ კოორდინირებული მიდგომა ამ საკითხებისადმი გლობალურ დონეზე, რადგან საბოლოოდ, ეს გახლავთ პოლიტიკის ის ჰუმანიტარული მხარე, რომელიც განსაზღვრავს კაცობრიობის არსისა და პირობების იმ ფორმას, რომელიც ჩვენთვის არის ცნობილი.

 


საქართველოს მთავრობა მხარს უჭერს უფრო ეფექტურ კოორდინაციას ყველა დონეზე, რათა გაუმჯობესდეს ეროვნული შეთანხმებულობისა და რეგიონალური თანამშრომლობის ხარისხი და ასევე გლობალურ ქმედებათა დინამიკა, რათა მივაღწიოთ უფრო ხელშესახებ მიზნებს ათასობითა და მილიონობით მიგრანტთა და ლტოლვილთა ცხოვრების გაუმჯობესების პროცესში მსოფლიოს მასშტაბით“,-განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 


პარლამენტის თავმჯდომარემ ასამბლეის მონაწილეებს მიგრაციისა და ლტოლვილთა საკითხების ეფექტური მართვის შესახებ საქართველოს ხელისუფლების ხედვა გააცნო და ამ მიმართულებით, საქართველოს ეროვნული სტრატეგია წარუდგინა.

 


„ჩვენ ყველას კარგად მოგვეხსენება, თუ რა გავლენას ახდენს ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა ნაკადი არა მხოლოდ ეროვნულ, არამედ რეგიონულ სტაბილურობასა და უსაფრთხოებაზე. 25 წლის განმავლობაში, საქართველო მუდმივად იდგა იმ 280 ათასი იძულებით გადაადგილებულ პირთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის უზარმაზარი პრობლემის წინაშე, რომლებიც გამოიხიზნენ საქართველოს კონფლიქტური რეგიონებიდან - აფხაზეთიდან და ცხინვალიდან, ე. წ. სამხრეთ ოსეთიდან. ქართველთა და სხვა ეროვნების ადამიანთა პირველი ტალღა მასობრივად იქნა გამოძევებული ეთნიკური წმენდის შედეგად მას შემდეგ, რაც საქართველოს მთავრობამ დაკარგა კონტროლი საკუთარ ტერიტორიებზე 1990-იანი წლების დასაწყისში. ეს ტერიტორიები უკანონოდ და ძალისმიერად იქნა ოკუპირებული რუსეთის ფედერაციის მიერ სამხედრო აგრესიის შედეგად სუვერენული საქართველოს წინააღმდეგ 2008 წელს, რამაც გამოიწვია იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა რაოდენობის საგრძნობლად გაზრდა, და იმავდროულად, კიდევ უფრო გააუარესა ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებების მდგომარეობა ოკუპირებულ ტერიტორიებზე“, განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 


პარლამენტის თავმჯდომარემ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე ისაუბრა. ირაკლი კობახიძემ ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ ეს ყველაფერი ხდება გაეროს გენერალური ასამბლეის იმ დადგენილებების მიუხედავად, რომლებიც ადასტურებენ ძალისმიერი დემოგრაფიული ცვლილებების მიუღებლობას და იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა უფლებას, მშვიდობიანად და ღირსეულად დაბრუნდენ სახლებში.

 


„დღესდღეობით, რუსეთს ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიის 20%; არაკანონიერად ჰყავს განთავსებული შეიარაღებული ძალები ოკუპირებულ ტერიტორიებზე; ხელს უწყობს საოკუპაციო რეჟიმის შენარჩუნებას აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში და ამ საოკუპაციო რეჟიმის დახმარებით, გამუდმებით უხეშად არღვევს ადამიანის უფლებებს - იტაცებს და აწამებს მშვიდობიან მოსახლეობას, უახლესი შემთხვევა იყო არჩილ ტატუნაშვილის გატაცება, რომელიც წამების შედეგად გარდაიცვალა ცხინვალის ციხეში; ზღუდავს თავისუფლად გადაადგილების უფლებას ადგილობრივი მოსახლეობისათვის და ამ რეგიონებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთათვის, ართმევს ბავშვებს მშობლიურ ქართულ ენაზე განათლების მიღების უფლებას. მეტიც, რუსული შეიარაღებული ძალები ატარებენ ე.წ. ბორდერიზაციის პოლიტიკას, აღმართავენ მავთულხლართებს, რომლებიც არა მხოლოდ თავისუფლად გადაადგილებას ზღუდავს, არამედ, სამწუხაროდ არაკანონიერად ჰყოფს შუაზე სოფლებს და ზოგჯერ ოჯახებსაც კი. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, იძულებით გადაადგილებული პირებიცა და ის მოსახლეობაც, რომელიც ჯერ კიდევ ცხოვრობს ოკუპირებულ ტერიტორიებზე თავის გადარჩენისა და ძირითადი კეთილდღეობის უდიდესი გამოწვევის წინაშე დგანან. აღნიშნული სიტუაცია გადაულახავ დაბრკოლებას უქმნის იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სახლებში დაბრუნებას, და წარმოშობს იძულებით გადაადგილებულ პირთა ახალი ტალღის საფრთხეს.

 


ეს ყველაფერი ხდება მიუხედავად გაეროს გენერალური ასამბლეის იმ დადგენილებების მიუხედავად, რომლებიც ადასტურებენ იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა უფლებას, მშვიდობიანად და ღირსეულად დაბრუნდენ სახლებში, რომლებიც ადასტურებენ ძალისმიერი დემოგრაფიული ცვლილებების მიუღებლობასა და საკუთრების უფლებებს“, განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.

 


ირაკლი კობახიძემ გენერალურ დებატებზე სიტყვით გამოსვლისას, ასამბლეის მონაწილეთა ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ წელს, გაეროს იძულებით გადაადგილებულ პირთა თაობაზე სახელმძღვანელო პრინციპების მიღების 20 წლის თავი აღინიშნება. მისივე თქმით, ამ ფაქტმა კიდევ ერთხელ უნდა უბიძგოს სახელმწიფოებს, რომ ამ გამოწვევების კომპლექსურობისა და მასშტაბის შეფასება საერთო პასუხისმგებლობის ქვეშ მოხდეს.

 


„2018 წელს ჩვენ ავღნიშნავთ გაეროს იძულებით გადაადგილებულთა თაობაზე სახელმძღვანელო პრინციპების მიღების 20 წელს. ამ ფაქტმა კიდევ ერთხელ უნდა გამოაღვიძოს ყველა სახელმწიფო, რათა მოხდეს ამ პრობლემის კომპლექსურობისა და მასშტაბის შეფასება საერთო პასუხისმგებლობის ქვეშ. ბუნებრივია, საქართველო ზუსტად ამგვარად იქცევა.

 


„ადამიანის უფლებების საყოველთაო სტანდარტების აღიარებისა და ასევე სერიოზული პრობლემების საფუძველზე, საქართველოს ხელისუფლებამ ჩამოაყალიბა იმ მწვავე და გადაუდებელი საკითხების გადაჭრის ეფექტური მექანიზმი, რომლებიც დაკავშირებულია იძულებით გადაადგილებულ პირებსა და ლტოლვილებთან და ასევე საერთაშორისო მიგრანტებთან“,-განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

 


ირაკლი კობახიძემ იმ ეფექტურ მექანიზმებზეც ისაუბრა, რომელიც საქართველოს პარლამენტმა ამ მიმართულებით შეიმუშავა და რომლებიც აღმასრულებელი ხელისუფლებისათვის, ადამიანის უფლებების, სამოქალაქო უსაფრთხოებისა და მიგრანთა და ლტოლვილთა ჯანმრთელობის დაცვის ადეკვატური სტანდარტების აღსრულებისათვის ეფექტურ სახელმძღვანელო პრინციპებს წარმოადგენენ.

 


„პარლამენტი ყოველთვის ასრულებდა და დღესაც ასრულებს გადამწყვეტ როლს ამ პროცესში. საკანონმდებლო პროცესების გზით, საქართველოს პარლამენტმა შექმნა კანონთა კრებული, რომლებიც წარმოადგენენ ეფექტურ სახელმძღვანელო პრინციპებს აღმასრულებელი ხელისუფლებისათვის ადამიანის უფლებების, სამოქალაქო უსაფრთხოებისა და მიგრანთა და ლტოლვილთა ჯანმრთელობის დაცვის ადეკვატური სტანდარტების აღსრულებისათვის. სახელდობრ, 2016 წლის დეკემბერში, საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონი საერთაშორისო დაცვის თაობაზე, რომელიც ჟენევის კონვენციისა და ევროკავშირის კანონმდებლობის თანახმად, აწესრიგებს უცხო ქვეყნის მოქალაქეთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა საქართველოში შემოსვლის, დარჩენისა და მათ მიმართ მოპყრობის სტანდარტებს.

 


ამ კანონისა და შესაბამისი კანონქვემდებარე აქტების მიხედვით, თავშესაფრის პროცედურებზე პასუხისმგებელ ორგანოდ განისაზღვრა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო. მიუხედავად ასობით ათასი იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა შემაშფოთებელი რაოდენობისა, საქართველო მაინც განაგრძობს ათასობით საერთაშორისო მიგრანტთა მიღებას. 2015 წელს საქართველომ 1,449. 2016 წელს - 947, ხოლო 2017 წელს - 951 თავშესაფრის მაძიებელი მიიღო. დღესდღეობით, საქართველოს ჰყავს 1477 საერთაშორისო დაცვის ქვეს მყოფი პირი, რომელთაგან 450 ლტოლვილია, ხოლო 1.027 კი ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირი“,-განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.

 


ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ საქართველომ მრავალი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა ლტოლვილთა და თავშესაფრის მაძიებელთა მხარდასაჭერად და საქართველოს მიერ ინსტიტუციონალური, ნორმატიული და პრაქტიკული ინსტრუქციების განხორციელება ევროკავშირის მიერ დადებითად იქნა შეფასებული.

 


„ოცი წლის განმავლობაში, რომლის დროსაც საქართველო ძირითადად იყო საერთაშორისო მიგრაციის წარმოშობის ქვეყანა, დღეს იგი ასევე არის მიმღები ქვეყანა. ჩვენ გვესმის და ვაცნობიერებთ იმ გამოწვევებს, რომლებიც დგას ამ ორივე ჯგუფის ქვეყნების წინაშე. ამის საპასუხოდ, საქართველომ მრავალი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა ლტოლვილთა და თავშესაფრის მაძიებელთა მხარდასაჭერად. საქართველოს მიერ ინსტიტუციონალური, ნორმატიული და პრაქტიკული ინსტრუქციების განხორციელება დადებითად იქნა შეფასებული ევროკავშირის მიერ, რამაც ხელი შეუწყო უვიზო მიმოსვლის რეჟიმის მონიჭებას საქართველოსათვის ევროკავშირის ზონაში“,-განაცახადა ირაკლი კობახიძემ.

 


საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ გენერალური დებატების მონაწილეებს საქართველოს მთავრობის მიერ მიგრაციისა და ლტოლვილთა თაობაზე შექმნილი ძლიერი, მოქნილი და ეფექტური მექანიზმის, მიგრაციის საკითხების სახელმწიფო კომისიის შექმნის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. ირაკლი კობახიძის თქმით, უწყება უფლებამოსილი და პასუხისმგებელია მიგრაციის პოლიტიკის შექმნაზე, დაგეგმარებაზე, კოორდინაციასა და განხორციელებაზე და სათანადოდაა აღჭურვილი, რომ გლობალური და ეროვნული მასშტაბის თანამედროვე გამოწვევებს გაუმკლავდეს.

 


„მთავრობამ მიგრაციისა და ლტოლვილთა თაობაზე ეროვნული პოლიტიკის ყველა დონეზე - ეროვნულ, რეგიონალურ და გლობალურ დონეზე გასატარებლად, შექმნა თანამედროვე, ძლიერი, ყოვლისმომცველი, მოქნილი და ეფექტური მექანიზმი, რომლითაც შესაძლებელია ერთდროული, ურთიერთდაკავშირებული და კოორდინირებული ქმედებების განხორციელება ყველა შესაბამისი მოთამაშის მიერ. ეს გახლავთ კომისიის ტიპის უწყება, რომელიც უფლებამოსილი და პასუხისმგებელია მიგრაციის პოლიტიკის შექმნაზე, დაგეგმარებაზე, კოორდინაციასა და განხორციელებაზე. ამრიგად, მიგრაციის საკითხების სახელმწიფო კომისია ახდენს 12 უწყების კოორდინაციას და სათანადოდ არის აღჭურვილი იმისათვის, რომ გაუმკლავდეს გლობალური და ეროვნული მასშტაბის თანამედროვე გამოწვევებს“, განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ, როგორც ამას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური იტყობინება.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი