გია ხუხაშვილი: „ბიზნესმენთა მკვლელობები უფრო გახშირდება... აბსოლუტურად კომფორტულად გრძნობს იუსტიციის მინისტრი თავს დამნაშავე მოსამართლეებთან თუ პროკურორებთან“
26-03-2018, 12:03

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„ქართული ოცნების“ დაპირება, სამართლიანობის აღდგენა არ მომხდარა, რამაც „ქუჩაში გადასულ სისხლიან გარჩევებამდე“ მიგვიყვანა, „ბიზნესმენთა მკვლელობები კი უფრო გახშირდება“, აცხადებს ექსპერტი გია ხუხაშვილი გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ საუბრისას.

 


მისი აზრით, ქვეყანა შევიდა „აბსოლუტურ სამართლებრივ ჩიხში, როდესაც არც პროკურატურა, არც სასამართლო და არც ფინანსური პოლიცია ნაბიჯსაც კი არ დგამენ“ სამართლიანობის აღსადგენად და ცხრა წლის განმავლობაში ფინანსურად დაზარალებული მოქალაქეებისთვის საკუთარი, წართმეული ქონების უკან დასაბრუნებლად. ამ პროცესების სამართლებრივი გზით წარმართვის გარანტორი კი იუსტიციის მინისტრი უნდა ყოფილიყო, თუმცა თეა წულუკიანი, როგორც ამას გია ხუხაშვილი მიიჩნევს, „აბსოლუტურად კომფორტულად გრძნობს თავს დამნაშავე მოსამართლეებთან თუ პროკურორებთან“.

 


„ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში სამართლიანობის აღდგენის დაპირებით მოვიდა, რაც, რა თქმა უნდა, გულისხმობდა, რომ ცხრა წლის განმავლობაში ფინანსურად დაზარალებულ მოქალაქეებს საკუთარი, წართმეული ქონება უნდა დაჰბრუნებოდათ. გავიდა წლები და აღმოვჩნდით აბსოლუტურ სამართლებრივ ჩიხში, როდესაც არც პროკურატურა, არც სასამართლო და არც ფინანსური პოლიცია ნაბიჯსაც კი არ დგამენ ამ მიმართულებით და მხოლოდ ფასადურ ინფორმაციას გვაწვდიან რამდენიმე დაზარალებულზე, რომ ვიღაცას თურმე ხუთი მანქანა დაუბრუნდა. ქუჩაში გადასულ სისხლიან გარჩევებამდე რომ მივიდოდით, ჯერ კიდევ მაშინ გახდა ცხადი, როდესაც 2012 წლის შემდეგ ხელისუფლებამ სისტემის დემონტაჟი კი არ დაიწყო, პირიქით, მას გაურიგდა - ხომ სასაცილოა იმაზე საუბარი, რომ პირადად მიშა მიდიოდა ბიზნესმენებთან ღამის სამ საათზე და თავად „ახევდა“ ქონებას? ამას აკეთებდნენ სისტემის სხვა რგოლები, პროკურორები თუ მოსამართლეები, რომლებსაც დღეს ხელისუფლებამ კიდევ მეტი კომფორტი შეუქმნა!“ აცხადებს გია ხუხაშვილი და განაგრძობს:

 


„ანუ, დღეს ვართ ვითარებაში, როდესაც თურმე ქონება უნდა დააბრუნოს მან, ვინც ეს ქონება თავის დროზე შანტაჟითა და ძალადობით ბიზნესმენს წაართვა. შესაბამისად, გაქრა ილუზია, რომ დაზარალებული ამ ქვეყანაში სამართლებრივად მოახერხებს წართმეულის დაბრუნებას. ამიტომაც გადავიდა პროცესი ქუჩაში. რა თქმა უნდა, დღეს „კოლექტიური მურუსიძე“ მართავს ქვეყანას, რომელიც საკუთარ თავს არ დაიჭერს. დღეს ხელისუფლებისთვის მისაღები ოპოზიცია გახდა „ევროპული საქართველო“, სადაც თავმოყრილია ის პოლიტიკური ელიტა, რომელსაც ჩამორთმეულ ქონებას უფორმებდნენ, ანუ, მიშა გავუშვით, სისტემა კი დავიტოვეთ, რომელიც დღეს ხელისუფლებას მართავს, მმართველი გუნდი მხოლოდ ფორმალურად გვყავს, სისტემა გახდა ურჩხული, რომელმაც მძევლად აიყვანა მისი მამა-მარჩენალი - ხელისუფლება. სწორედ ამიტომ გახშირდა მკვლელობებიც, ადამიანებს გაუქრათ სახელმწიფოებრიობის შეგრძნება და სამართლიანობის აღდგენის ერთადერთ გამოსავლად კრიმინალური ქმედებები მიაჩნიათ“, მიიჩნევს ექსპერტი, რომლის თქმითაც, „ერთ-ერთი მთავარი ფიგურანტი, ვინც ამ ვითარებაზეა პასუხისმგებელი, იუსტიციის სამინისტროა“.

 


„თეა წულუკიანი უნდა ყოფილიყო გარანტი იმისა, რომ როგორც პროკურატურაში, ისე სასამართლო სისტემაში პროცესები თუ საბოლოოდ არ გაჯანსაღდებოდა, ნაბიჯი მაინც გადაიდგმებოდა, მაგრამ რა? აბსოლუტურად კომფორტულად გრძნობს იუსტიციის მინისტრი თავს დამნაშავე მოსამართლეებთან თუ პროკურორებთან. პასუხისმგებლობა ეკისრება უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძესაც, რომელმაც, ფაქტობრივად, ვერ შეძლო სასამართლო სისტემაში არსებულ კლანებთან გამკლავება, პირიქით, ისიც სისტემის ნაწილად იქცა“, აცხადებს ხუხაშვილი და შეკითხვაზე - „თუ ეს პროცესი გაგრძელდა, დარჩა თუ არა ხელისუფლებას კრიმინალის გაკონტროლების რესურსი?“ - პასუხობს:

 


„მერწმუნეთ, ბიზნესმენთა მკვლელობები უფრო გახშირდება. სასამართლოები გადატვირთულია და მოსამართლეს სურვილიც რომ ჰქონდეს, საქმეზე სამართლიანი გადაწყვეტილება მიიღოს, ამისთვის, მინიმუმ, სამწლიანი ლოდინია საჭირო, რადგან უამრავი საქმე აქვს განსახილველი. პროკურატურა სავსეა შანტაჟისტებითა და დამნაშავე კადრებით. ასე რომ, ამის შეჩერება უკვე ძალიან რთულია. ქვეყანაში სამართლიანობის ილუზია რომ გაქრება, შემდეგ იწყება დიდი გაბრაზება, რაც ხშირად აფექტის მდგომარეობაში გადადის და უკვე სწორედ ამ სტადიაშია საზოგადოება - ეს კი უფრო თვალსაჩინო გახდება, როგორც კი არენაზე ალტერნატიული პოლიტიკური ძალა გამოჩნდება“.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი