სუს-ის ანტიკორუფციულმა სააგენტომ გურჯაანის მერიის მოქმედი და ყოფილი თანამშრომლები სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა
26-03-2018, 15:15

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

სუს-ის ანტიკორუფციულმა სააგენტომ 7 პირი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა.

 

 

„საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოხელეების მიერ სამსახურებრივი მოვალეობის არაჯეროვნად შესრულების გამო, სამსახურებრივი გულგრილობის ფაქტზე დანაშაულში ამხილეს: გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და ძეგლთა დაცვის სამსახურის უფროსი ნოდარ შ., ამავე სამსახურის ინფრასტრუქტურის განყოფილების უფროსი თეიმურაზ ბ., განყოფილების მშენებლობის მე-3 რანგის პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი გიორგი ა.,გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის იურიდიული სამსახურის ზედამხედველობისა და ადგილობრივი მოსაკრებლების ადმინისტრირების განყოფილების მე-3 რანგის პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი ივანე ქ., გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგებლის ყოფილი პირველი მოადგილე დიმიტრი კ., გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგებლის ზედამხედველობის სამსახურის ყოფილი უფროსი დურმიშხან ა. და გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგებლის ყოფილი წარმომადგენელი ადმინისტრაციულ ერთეულში დიმიტრი ა.

 

 

გამოძიებამ დაადგინა, რომ 2017 წელს ,გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობასა და შპს ,,მოხელეს“ შორის გაფორმდა ხელშეკრულება ქ. გურჯაანში, სარაჯიშვილის ქუჩაზე მდებარე მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული შენობა-ნაგებობის რეაბილიტაციისა და ეზოს კეთილმოწყობის სამუშაოების შესრულებაზე, საერთო ღირებულებით 44 849,98 ლარი.

 

 

გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანებით, ხელშეკრულების შესრულებაზე კონტროლი დაევალა გურჯაანის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, სახელმწიფო შესყიდვების შედეგად მიმდინარე მშენებლობაზე მომსახურებისა და სხვა სამუშაოების შესრულებაზე ზედამხედველობის უზრუნველყოფის მიზნით შექმნილ კომისიას შემდეგი შემადგენლობით: კომისიის თავმჯდომარე დიმიტრი კ, კომისიის წევრები: ნოდარ შ, დურმიშხან ა, თეიმურაზ ბ, გიორგი ა, ივანე ქ. და დიმიტრი ა.

 

 

შპს ,,მოხელემ“ ხელშეკრულების ფარგლებში შესასრულებელი 44 849,98 ლარის ღირებულების სამუშაოების ნაცვლად, ფაქტობრივად შეასრულა 29 048,11 ლარის სამუშაოები. შპს "მოხელეს" დირექტორმა და დამფუძნებელმა თემურ ფ-მ არასრულყოფილად შესრულებული სამუშაოების მიუხედავად, შეადგინა ყალბი ინფორმაციის შემცველი ფორმა №2-ები საერთო ღირებულებით 43 351,07 ლარი, რაც წარადგინა გურჯაანის მუნიციპალიტეტში.

 

 

დასახელებული დოკუმენტაციის წარდგენის შემდეგ კომისიის ზემომითითებულმა წევრებმა არაჯეროვნად შეასრულეს სამსახურებრივი მოვალეობა მისდამი დაუდევარი დამოკიდებულების გამო, სათანადოდ არ გამოიკვლიეს შესრულებული სამუშაოები და შეადგინეს დასკვნები, რომელთა თანახმად სამუშაოები შესრულებულია წარდგენილი ხარჯთაღრიცხვისა და ფორმა N2-ის შესაბამისად, რის საფუძველზეც განხორციელდა სამუშაოების მიღება-ჩაბარება გამგებლის მიერ, რაც გახდა საბოლოო ანგარიშსწორების საფუძველი.

 

 

ამდენად, თემურ ფ. დიმიტრი კ-ს, ნოდარ შ-ს, დურმიშხან ა-ს თეიმურაზ ბ-ს გიორგი ა-ს, ივანე ქ-ს და დიმიტრი ა-ს სამსახურებრივი მოვალეობის არაჯეროვნად შესრულების გამო, მოტყუებით დაეუფლა და მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრა გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობის კუთვნილი დიდი ოდენობით 14 302,96 ლარი.

 

 

გამოძიება სამსახურებრივი გულგრილობის ფაქტზე მიმდინარეობს(საქართველოს სსკ-ის 342-ე მუხლის პირველი ნაწილით)რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას სამ წლამდე ვადით.

 

 

გამოძიებას აწარმოებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო", აღნიშნულია სუს-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი